ბექა ოდიშარია – ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ – ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ამას მალე ვნახავთ

ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი – ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე ერთ მხარეს იქნება #41, „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე.
„მინდა საზოგადოებას ერთხელ მკაფიოდ ვუთხრა, ეს ვითომდა წუხილები, რომელიც აქვთ ოპოზიციურ მედიებსა და პარტიებს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია ან პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მინდა გითხრათ, რომ ასევე წარმატებით ის ეხმიანება ნებისმიერ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მისი სატელიტური პარტიებისას. თუ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია და თუ ეს განცხადებები ჩვენ გვაზიანებს, ნუთუ ვერაფრით განვახორციელეთ ერთი ზარი „პრორუსულმა პარტიამ“ იმისთვის, რომ გვეთხოვა „პარტნიორი სთვის“ და იქ მოღვაწე პოლიტიკოსებისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორე დღეს არ გაეკეთებინათ. ეს ხომ 2X2 ოთხია. ჩვენ გვაზიანებს ეს განცხადებები, ჩვენ არ გვსიამოვნებს ყველაზე მეტად და კეთდება. იქნებ უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პატრონებს აწყობთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდეს. მიზეზ – შედეგობრივია ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკაში. ვის აწყობს განცხადებები? განცხადებები აწყობს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა „ქართულ ოცნებას“, ეს ცალსახაა. რუსეთს რა აწყობს და რა არ აწყობს, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია. მას არ აწყობს სტაბილური საქართველო, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს; რუსეთს არ სურს ტერიტორიული მთლიანობა, რასაც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ხელი შეუწყო. აი, სად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესები. როდის გახდა სააკაშვილის პუტინის #1 მტერი, როდესაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინს საკუთარი ზრახვები განეხორციელებინა. გნებავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეულების აღდგენით; კოდორის ხეობისთვის ზემო ს დარქმევით; საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით და მრავალი სხვა. ხელი მოაწერა ტალიავინის დასკვნასა და რეზოლუციას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები. სად გამოჩნდა სააკაშვილის მტრობა პუტინისადმი და რატომ უნდა იყოს პუტინი მასზე გაბრაზებული? მგონი ყველაზე მეტად პუტინს უნდა უყვარდეს სააკაშვილი და შეიძლება ასეც იყოს, რადგან მან ყველანაირი ნოყიერი ნიადაგი შეამზადა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერვენციას რაიმე ტიპის სამართლებრივი გამართლება ჰქონოდა.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილს, რომ მოსახლეობას არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვთ, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას, ბუნებრივია, არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი. მათი პატრონები მათ აფარებენ ხელს. გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდა სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი. ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ესაა ქართული სასამართლო. ქართველი ხალხიც ასეთი ტიპის მფარველობის ქვეშ, სამყაროში მობოდიალე დამნაშავე პირების მიმართ, მხოლოდ ეძებს ქართულ სასამართლოში სამართალს. ეს ხალხი უნდა წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე, პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე. ამას ნიურნბერგის პროცესს დავარქმევთ, თბილისის თუ ქუთაისის, მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიჭიროს. რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ამას ვნახავთ მალე, იმ შემთხვევაში თუ ქუდზე კაცი გამოვა და არჩევანს გააკეთებს. ერთ მხარეს იქნება #41, „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე ან კიდევ იმის გენერატორი, რომ რამენაირად საქართველო იქნას იმ პროცესებში ჩათრეული, რომელსაც ჯერ კიდევ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საკუთარი ქვეყანა აარიდა.
რაც რუსეთის აგრესია ში დაიწყო, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პარტია ყალბი სიამაყით, თუ ყალბი პოზიციონერობით, რაინდობით, მათ რცხვენოდა მშვიდობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის. მათ რცხვენოდათ, რომ ქართველი ჯარისკაცები არ იღუპებოდნენ, ისევე როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. რცხვენოდათ, რომ ქართველ ქალებს და ბავშვებს არ უწევდათ ძაძების ჩაცმა. მათ ამ სირცხვილს ერჩივნათ, რომ დაბომბილიყო ქართული ქალაქები და დაღუპულიყვნენ ქართველი ჯარისკაცები. ამ ორ არჩევანს შორის „ქართული ოცნება“ არის მშვიდობისმყოფელი, სწორხაზოვნად ატარებს პოლიტიკას, არ აპირებს გადახვევას არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, მეორე მხარეს ყველა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყველა ინტერესს ემსახურება, გარდა ქართულისა“, – განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ