ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს

ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს.
საქმე ეხება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბექა ოდიშარიას შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები დაარღვია.
„ბოდიში მოიხადონ, რათა მოახერხონ და შეინარჩუნონ ადამიანური სახე მაინც“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.
ამასთან, მისივე თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპების უხეშად არაერთგზის დამრღვევს პოლიტიკურ და ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.
„საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ არის და უკვე მიჩვეულია კიდეც „ნაციონალური“ ტელევიზიების ბოღმით, ბოროტებით სავსე ე.წ. ჟურნალისტების მიერ გამომცხვარ პასკვილებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მომხრეებისა თუ აქტივისტების მიმართ. 2024 წლის 6 აპრილს სწორედ ასეთი, სიცრუესა და ბოროტებაზე დაფუძნებული, სამარცხვინო ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის სიუჟეტი გავიდა „მთავარ არხზე“, სადაც ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება „მიმოიხილეს“. კიდევ ერთხელ დავანახე ქართულ საზოგადოებას ამ ტელევიზიად წოდებული, პარტნომენკლატურის დაქვემდებარებაში მყოფი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების „კეთილსინდისიერება“ და „პროფესიონალიზმი“. საზოგადოებამ ასევე ნათლად დაინახ აჟურნალისტის უხეში, მახინჯი ფაბრიკაცია, რაც, რა ხანია, მათ პროფესიულ ხელწერად იქცა. ბოდიშის მოუხდელობის შემთხვევაში, მე ვიტოვებ უფლებას, მივმართო სასამართლოს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტად წოდებული ირაკლი ბახტაძე კანონის ძალით ვაიძულო, მოიხადოს ბოდიში აღვირახსნილი ცილისწამებისთვის“, – აცხადებს ოდიშარია.
ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა, რომ 2024 წლის 6 აპრილს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით „ბექა ოდიშარიას ქონება“, დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა, ირაკლი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
Next: ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში მოისმინეს

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს