ბექა ოდიშარია – თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ

თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ, თუმცა, მან უნდა აგოს პასუხი არა ს მარიონეტული ხელისუფლების წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ განაცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, „როგორც კი, ის ადამიანი მოხვდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, მყისიერად გაერკვევა ჭეშმარიტება“.
„ზოგადად საქართველოს მოქალაქეების დაკავება საქართველოს ტერიტორიაზე და ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაში ვგულისხმობ, იგულისხმება და მომავალშიც იქნება ნაგულისხმევი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი, არის უკანონო როგორც სეპარატისტული ძალებისგან, ასევე საოკუპაციო, რუსული ჯარის მხრიდან. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო. ამიტომ, როგორც კი, ის ადამიანი მოხვდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ვფიქრობ, მყისიერად გაერკვევა ჭეშმარიტება“, – განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე.
მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”