ბექა ოდიშარია – ზურაბიშვილის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები

ზურაბიშვილის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განვლილი ორი წელი გვაჩვენებს, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების რიგებში ვიხილოთ.
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამას გვაჩვენებს განვლილი ორი წელიწადი. მისი ნარატივი აბსოლუტურად ემთხვევა ოპოზიციის ნარატივს, რაც მე პირადად მწუხარებას მგვრის, რადგან ჩვენი მოლოდინები სულ სხვა გახლდათ, მათ შორის, ჩვენ ის როგორც ევროპელი პრეზიდენტი ისე ავირჩიეთ და ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით.
ის აღმოჩნდა არაზეპარტიული პრეზიდენტი, არამედ ოპოზიციის პრეზიდენტი. საზოგადოებას კარგად ახსოვს კადრები, მის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და დედის და მამის გინება კიდევ იავნანა იყო იმასთან შედარებით, რასაც ზოგიერთი ჟურნალისტებად წოდებული ადამიანები მის მიმართ კადრულობდნენ. მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები ზოგიერთი…,“ – აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა