ბექა ოდიშარია – ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო გამჭვირვალობის კანონს ებრძვის

როგორ შეიძლება გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? ვხედავთ სიბნელეს და სიყრუეს ეკა გიგაურის და, საერთოდ, ვფიქრობ, ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც ბექა ოდიშარია აღნიშნავს, ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ თუნდაც დღესვე ჩაუტარონ ტესტი იმის გასარკვევად, გადაუხვია თუ არა ევროპული მისწრაფებებიდან.
„მოდით, დღესვე მიგვიღონ ევროკავშირში და ჩაგვიტარონ ტესტი, გადავუხვიეთ თუ არა ჩვენ ევროპული მისწრაფებებიდან და ევროატლანტიკური ზრახვებისაგან. როგორ შეიძლება გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? მგონია ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას. არის ორი დაპირისპირებული რაღაც პოლუსი, რომელიც ერთი ცამდე მართალია და მეორე არის აბსოლუტურად მტყუანი, მაგრამ ფიქრობენ, რომ ძალა აღმართს ხნავს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!