– „დემოკრატიის ფესტივალს“ არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

„დემოკრატიის ფესტივალს“ არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა და სახელწოდება ხელოვნურია.
„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის, გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა და სახელწოდება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია და მას არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)