ბექა ოდიშარია გიორგი მსხილაძეს – გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, თუმცა პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან

გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ NGO-ებს და მათ დაკვეთას ასრულებთ ახლა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს.
მისივე შეფასებით, იმ ხალხის იმედად არ უნდა დარჩეს 26 ოქტომბრის , რომელიც ბოიკოტს აცხადებს, ხულიგნობს და რეგისტრაციას არ გადის კვორუმის ხელოვნური დეფიციტის შესაქმნელად.
„თქვენ მოიხსენიებთ პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებს ეგრეთ წოდებულად – ეგრეთ წოდებული არის თქვენი დასაბუთებული შენიშვნები, პირდაპირ გეუბნებით. თქვენ, გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ NGO-ებს და მათ დაკვეთას ასრულებთ ახლა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან. ამ ხალხის იმედად უნდა დარჩეს 26 ოქტომბრის არჩევნები და ხალხის ნება – სურვილი გამოხატული დემოკრატიულად, რომელიც ხან ბოიკოტს აცხადებს, ხან დებოშიორობს, ხან ხულიგნობს და მავნებლობს, რომელიც არ გადის რეგისტრაციას საკითხების განხილვის წინ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეიქმნას კვორუმის დეფიციტი? რა თქმა უნდა, ვერ დარჩება და შეკითხვა მაქვს, ასე რომ გულშემატკივრობთ ამ საბჭოს, ხომ არ გახსოვთ, როდის შეიქმნა ეს საბჭო? ის შეიქმნა შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ და ჩვენ მივიღეთ ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის შემოთავაზება. ხომ არ გახსოვთ, 100 დღე „ქართული ოცნება“ ხელგაწვდილი რომ იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხელ არ ჩამოურთმევია ხელი და საერთოდ დააიგნორა შარლ მიშელიც, ევროკავშირიც და ეს შეთანხმებაც? რამდენჯერ შეიკრიბა ეს საბჭო და ვინ დააიგნორა ამ საბჭოს მუშაობა ? თქვენ მიერ ლობირებულმა NGO-ებმა ხომ არა? ძალიან გთხოვთ კონკრეტული პასუხი გამეცით“.- განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ