სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი – მათ რეალობა გააყალბეს, თვითონ ხომ საერთოდ ყალბი პატრიოტები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ფასებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები და რეალობა გააყალბა.
“ოპოზიცია არის თუ მე-5 კოლონა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მათ თავის რეკორდს გადააჭარბეს. რეკორდში მე ვგულისხმობ სულ ახლახან სააკაშვილის ვითომ მოკვდინებასთან დაკავშირებით მილიონს. სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი. თან რომ არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმიტომ, რომ ყველამ თავისი წილი გაიღო ამ ბინძურ საქმეში და თან, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ეყრდნობა ყალბ მონაცემებს. სტატისტიკური მონაცემებიც გაყალბებულია, რეალობაც და თვითონ ხომ საერთოდ ყალბი პატრიოტები და ყალბი მზრუნველები არიან. ვინ ზრუნავს ქართველ ხალხზე? ვინც აწვალებდა, კლავდა და არეკეტებდა?,” – განაცხადა ოდიშარიამ.