ბექა ოდიშარია – არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, ნუ მობრძანდება პარლამენტში და მეილით გამოგვიგზავნოს – „იმიტომ“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს „იმიტომ“ – ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ პრეზიდენტის ვეტოზე განაცხადა, რომელიც მან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო.
ოდიშარიას თქმით,თუ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი “ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მის მოხსენებას არ მოუსმენს.”
“სამოტივაციო ნაწილს ჯერჯერობით გაცნობილი არ ვარ, იმიტომ, რომ როგორც წესი, მათი სამოტივაციო ფაბულა, რაც მთავარია დასმულ შეკითხვაზე პასუხი არის – “იმიტომ”. ამიტომ მე არასერიოზულად განვიხილავ და საერთოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს “იმიტომ”. იმიტომ, რომ ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, მათ შორის ოპოზიციაში, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის, რომელიც კომიკური არსებაა. ადამიანი საპარლამენტო მდივანი ხარ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომ შეკითხვას გისვამს “რატომ ბრძანებთ ამასო?”, პასუხია – “იმიტომ”. ასეთი არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება. არც მოხსენებას მოვუსმენ ალბათ თუ კიდევ ასეთი ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.