ბექა მინდიაშვილი: ძველმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ანუ იმათ, რომლებმაც ივანიშვილთან ბრძოლაზე წინ ერთმანეთთან უაზრო კონკურენცია დააყენეს, ბუნებრივად დაასრულეს უმწეო და უშედეგო არსებობა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი:

ძველმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ანუ იმათ, რომლებმაც ივანიშვილთან ბრძოლაზე წინ ერთმანეთთან უაზრო კონკურენცია დააყენეს, რომლებმაც გამოშიგნეს ერთმანეთის ქარიზმა და ავტორიტეტი, და ამორჩეველი ქოცებზე არანაკლებ ასულელეს, შეიძლება ამას თავად ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ბუნებრივად დაასრულეს უმწეო და უშედეგო არსებობა
ყველა ლიდერს დიდ პატივს ვცემ, ვინც ახლა ციხეშია, ყველა ახალგაზრდა პოლიტიკოსს პატივს ვცემ, ვინც ახლა ცდილობს ამა თუ იმ პარტიაში ატმოსფეროს შეცვლას, მაგრამ ამ პარტიებს, უახლოეს პერიოდში, აღარაფერი გამოაჯანსაღებს, – მათთვის ეს აღარ არის საკმარისი
საჭიროა თვისობრივად ახალი, მაკონსოლიდირებელი, დემოკრატიული და ეროვნული ენა, საჭიროა პარტიული ინტრიგებითა და აუტანელი შიდაბრძოლებით გაუსვრელი ადამიანები
საჭიროა ეგოცენტრიზმისა და ისტერიულობისგან თავისუფალი, თანმიმდევრული და გონიერი ლიდერები, რომლებიც ჩვენს უკიდურესად რთულ ახალ რეალობაში ნამვილ სამოქალაქო, ერთი მხრივ, ტრადიციულ, ილიასეულ და, მეორე მხრივ, მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ენასა და მორალში შეძლებენ მთელი საქართველოს გაერთიანებას
მიხარია, რომ ასეთი პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ და ამ ტიპის პოლიტიკური მოძრაობაც უფრო და უფრო წინა პლანზე ჩანს ხოლმე – შეგნებულად არ დავწერ, ვინ არიან და რომელია, ოპოზიციურმა ყვავ ყორნებმა ზედმეტად და დროზე ადრე რომ არაფერი დაუშაონ

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…