– ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში – საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას!

„ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს – „ოცნებამ“ 150 ადამიანი გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას.
„150 ადამიანი გაათავისუფლა „ოცნებამ“ თავდაცვის სამინისტროდან – პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება! „ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს, ისინი ხალხს მხოლოდ იმის გამო ტოვებენ შემოსავლის გარეშე, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი სურთ.
ეს არის პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინება. ხელისუფლება ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და საკუთარი გავლენა ამ ფორმით, შიშით და საჯარო მოხელეების მძევლად აყვანით შეინარჩუნოს! პროფესიონალი ადამიანი უმუშევრად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების და ევროპული კურსის მხარდაჭერა გაბედა! ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას“,- წერს ბექა ლილუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა