ბექა ლილუაშვილი – ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ

საერთოდ, როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე მანდატების ჩახსნით საუბარს – ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პოზიციაში, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.
„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით, სხვათა შორის, პირველმა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და ეს პირველ სხდომაზე ყველამ ნახა, ხომ?! ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ