ბექა ლილუაშვილი – ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა

ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა – მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა.
“ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა. თავისი შინაარსიც კი ვერ ასახა და საზოგადოებას სიახლე ვერ აჩვენა. [არ დავესწრებით] მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია.
კობახიძის დანიშვნის შემდეგ ფაქტობრივად, ჩვენს ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა; ქვეყნის შიგნით მმართველი ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები სანქცირებული არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან; ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, რისი კონკრეტული შეფასებები შედეგების სახით არსებობს და ქვეყანაში უპრეცედენტოა საინვესტიციო გარემოს გაუარესების ნიშნული. თუ ამ მოცემულობას პოზიციურად შეაფასებთ – კი ბატონო”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.