ბექა ლილუაშვილი – შეიძლება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა – თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ!

შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, „ქართული ოცნების” მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა – მე აღარ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, შეჩერებული, “რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა”.
„ხალხის ძალის” განცხადებები როგორც წესი, არის ხოლმე პოლიტიკური თაღლითობის, ან მავნებლობის პრელუდია. შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, “ქართული ოცნების” მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩანაცვლება ს ფედერაციით, ან რომელიმე აღმოსავლეთის სხვა სახელმწი. მე არ ვიცი ის ბნელი მოტივი, რომლითაც შეიძლება, “ქართული ოცნება” ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაზიანებისკენ იყოს მიდრეკილი, მაგრამ შედეგების თვალსაზრისით, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. არასდროს ყოფილა ასეთი მძიმე მოცემულობაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ურთიერთობა. 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, შეჩერებული. ასეთი მძიმე მოცემულობა, ასეთი მძიმე დაშორება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებსა და ქართველი ხალხის ინტერესებსა და ამოცანებს შორის არასდროს ყოფილა. ამიტომ, მე აღარ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ. 4 თვე ქართველი ხალხის ამას აიტანს და 4 თვის შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად მოვიშორებთ მათ ხელისუფლებიდან,” – განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, “ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ს მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ელჩმა „წითელი ხაზი” გადაკვეთა.
„თუ აქამდე -ის ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა,” – აღნიშნულია განცხადებაში.