ბექა ლილუაშვილი – რეზოლუციის ჩავარდნა ხაზს უსვამს, რომ საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ხელისუფლება ბანკროტს წარმოადგენს, არც ის გამიკვირდება, „ნაცმოძრაობის“ მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო

[რეზოლუციის ჩავარდნა] ხაზს უსვამს იმას, რომ საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ბანკროტს წარმოადგენს ეს ხელისუფლება. მეორე მხრივ, არც ის გამიკვირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლულუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ეხმაურება ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ჩავარდნის ფაქტს.
ს განცხადებით, ხელისუფლების ბანკროტულმა მდგომარეობამ საგარეო ასპარეზზე და მეორე მხრივ ოპოზიციის შესაძლო რადიკალურმა ქმედებებმა ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანება გამოიწვია.
„სიმართლე გითხრათ, მე არც ის გამიკვირდება, რომ მიზანმიმართულად გაეკეთებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეს ქმედებ, იმიტომ, რომ ევრონესტის რეზოლუციაზე კი არა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ყველა ჩართულები რომ ვიყავით, კარდაკარ დავდიოდით და ვთხოვდით ყველას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას და ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, ჩვენი ხალხის დაუოკებელი ლტოლვა და ცივილიზებული არჩევანია, ათწლეულების მიზანი და ამოცანაა – თქო, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილში აკონვერტირებდა ამას და ცდილობდა, რომ ევაჭრა ამ საკითხით.
ამის მიუხედავად, ხელისუფლება რომ ხარ და შენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და შენი კოლეგა სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან, 10 მხარდაჭერას რომ ვერ მოიპოვებ. „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად თუ წავიდა ეს ხელისუფლება ასეთი რეზოლუციის მიღებაზე და ის ვერ მოახერხა, რომ ხმები მოეგროვებინა პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის ნაწილში, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არა ხელისუფლების.
უმნიშვნელოვანესი გამოწვევების და საჭიროებების ფონზე დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ელემენტარულად ვერ მოახერხა თავის პარტნიორებთან ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციას მხარდაჭერის პრობლემა არ ჰქონოდა. ხელისუფლების ბანკროტულმა მდგომარეობამ საგარეო ასპარეზზე და მეორეს მხრივ ოპოზიციის შესაძლო რადიკალურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ დავზარალდით ყველა ჩვენგანი. დაზარალდა ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა. როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.
საქართველოს ოპოზიციის დელეგაცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ „დიდი ტყუილის გამო შოკშია მთლიანად „ევრონესტის“ დელეგაცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს