ბექა ლილუაშვილი – „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის საკითხს დაუკავშირა ქვეყნის განვითარების საკითხები, მათთან მომავალზე სასაუბროდ ვერ დავსხდებით, „ოცნებას“ კი არ ეყო პასუხისმგებლობა ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, „აგერ ჩვენ“

ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტ ს ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით „ერთობის პლატფორმა“ უნდა შეიქმნას.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანახა საზოგადოებას, რომ იქ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური, პარტიული ინტერესების გასატარებლად.
„ამ იდეის გაჟღერებისთანავე დავინახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ორი დღის წინ, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ფასის დადებას სააკაშვილის საკითხით ცდილობდნენ ანუ ცალკეული პირები დადიოდნენ და იძახდნენ, რომ სტატუსი ქვეყანას არ უნდა მიეცეს თუ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება. ასეთი ადამიანები იქნებიან ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გაფუჭებაში როლის შემტანი. მაგალითად: „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ბუნებრივია, იმ ხალხთან ერთად, ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირის საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე. იმ ხალხმა პირდაპირ მოკლა, გაანადგურა ეს პროცესი. მათ საკუთარი განცხადებით სააკაშვილის თავისუფლების საკითხს დაუკავშირა ქვეყნის განვითარების საკითხები. ასევე, მეორე საკითხია ქმედუნარიანობის ნაწილი – „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობაც არ ეყო, რომ პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, აგერ ჩვენ. მთავარი მოქმედი სუბიექტი, ვინც ეს დოკუმენტი უნდა მიიღოს, არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. იქიდან რომ ამოვიდეთ, რაც ითქვა, რომ შემუშავდება ერთიანი დოკუმენტი და დაემყარება კონსენსუსს, როგორ შეიძლება კონსენსუსი ვუწოდოთ იმ საკითხს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ ჩემთვის ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი ს აუცილებელი და კრიტიკული წინაპირობა არის ს ციხიდან გამოსვლა და თავისუფლებაზე ყოფნა. ამის გარეშე მე არ მივიჩნევ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიან გარემოში ჩატარებული. მათ დაანახეს უკვე მთელს საზოგადოებას, რომ იქ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად, რომელიც მათ ბელადს და ბელადომანიას უკავშირდება. ამ მოცემულობაში ეფექტიანობაზე ვერ იქნება საუბარი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი რესურსი დაანგრია და ეს გუშინვე დაანახა საზოგადოებას, პრეზიდენტის ინიციატივის გაჟღერებისთანავე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.