ბექა ლილუაშვილი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაზე – საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის

საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, -სთან ურთიერთობების გადახედვა, ის უძრაობაა, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.
„ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველა კომუნიკეში ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით იწერებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, იყო ჩანაწერი საოკუპაციო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ეს ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი იყო, რაც მკაფიოდ აღწერდა საქართველოსთვის ნატოს ღიაობას გაფართოების მიმართულებით. დღეს, ახალ კომუნიკეში ეს ჩანაწერი ფაქტობრივად, აღარ არის. ანუ, საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებული კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის. კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, ჩვენს უძლიერეს და უდიდეს სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა – ეს არის ის უძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. ეს უძრაობა მხოლოდ ისეთი უძრაობა არ არის, რომელიც მაგალითად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას უქმნის პრობლემებს. ეს ქვეყნის ფიზიკურ და სამომავლო უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს. შესაბამისად, ამაზე უფრო ცხადად იმის ჩვენება, რომ [ბიძინა] ივანიშვილის პირობებში ამ ქვეყანას განვითარებული მომავალი არ აქვს, არასდროს არ გამოჩენილა. ამიტომ, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს. ეს ჩვენი და ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელია, ჩვენს შესაცვლელს ვერავინ შეცვლის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.