მთავრობას – როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? – პასუხისმგებლობა აიღეთ, სესხების პრობლემის მოგვარებაში მაინც დაეხმარეთ

საქართველოს მთავრობა, როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს და დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმაროს.
„საქართველოს მთავრობა როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! ასე უხდით სამაგიეროს ამ ხალხს? 4 ათასამდე ოჯახი რომ დარჩა შემოსავლის გარეშე თქვენი დროებითი მმართველის “ხაიას” და გაურკვეველი გარიგებებით მილიონების ქონება რომ გადაფორმ-გადმოფორმდა – მაშინ ხომ კარგად იყენებდით ამ ადამიანების შრომას.
კეთილი ინებეთ და თქვენ სპონსორ და პროპაგანდისტ რუხაძეს, ტვ „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელს „თხოვეთ“ როგორც სხვა რამეებს თხოვთ ხოლმე, ამ ხალხს მიეხმაროს.
ან მოიქეცით როგორც ჯანსაღი ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, პასუხისმგებლობა აიღეთ და ამ დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმარეთ!
ასეთი „ფორსმაჟორი“ ყოველდღე არ ხდება და ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთ დროს ადამიანებს გვერდით დაუდგეს!“, – წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა