ბექა ლილუაშვილი – მგონია, „ოცნებამ“ მოშესთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაუნიშნა მრჩევლად – მოქალაქეების ნდობის მოპოვების ნაცვლად, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები

მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშესთან, ცნობილ პიარ-ტექნოლოგთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” დაუნიშნა მრჩევლად, რადგან ერთი და იმავე „მესიჯბოქსით” საუბრობენ – ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი პოლიტიკოსებს, ვინც მისი პარტიის მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, ურჩევს, რომ საკუთარ საქმეს მიხედონ.
„კოლექტიური „ნაცების” და კოლექტიური „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული „მესიჯბოქსით” საუბარი ხდება გახარიაზე, ჩვენს პარტიაზე. მინდა მივმართო იმ ხალხს, პოლიტიკოსებს, რომლებმაც პოლიტიკის კეთების ნაცვლად, როგორც ჩანს, ექსპერტობა მოინდომეს. ჭკვიანი სახეებით რომ გამოდიან და ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, თქვენს საქმეს მიხედეთ, მეგობრებო, საარჩევნო წელია! ჯერ არაერთხელ ჩაგდებული პოლიტიკური მოლაპარაკების ფონზე, თქვენი საარჩევნო სუბიექტები შექმენით. გამოდით დებატებში, რომ მოსახლეობას თქვენი ხედვები აჩვენოთ. დაანებეთ პოლიტიკურ ექსპერტობას თავი, თორემ არც პოლიტიკური ექსპერტობა გამოგდით და არც პოლიტიკოსობა, როგორც ჩანს. ჯერ იყო სააკაშვილს გვაწებებდნენ, შემდეგ კეზერაშვილს, შემდეგ ვაშაძე-ხაბეიშვილს, ახლა და მერე გვარამიას. თქვენს საქმეს მიხედეთ. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, პარაზიტობენ, მავნებლობენ. ამიტომ ვითხოვთ ბარიერის გაზრდას, რომ ამ ხალხს საქმის კეთებისკენ ვუბიძგოთ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”