ბექა ლილუაშვილი – თავისი აგენტურულ – ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს – ამ ადამიანისგან თქმა, რომ მართულია, გასაკვირი არაა, ის მართულია და მისი „დიფ სთეითი“ არის

ირაკლი თავისი აგენტურულ- ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში – ამ ადამიანისგან იმის თქმა, რომ მართულია, არაა გასაკვირი, რა თქმა უნდა, მართულია. მისი პერსონალური „დიფ სთეითი“ არის , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იყო ის ადამიანი, რომელმაც სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობა აიღო, შემდეგ კი პროცესებს გაექცა.
„გუშინ თავისი ტელევიზიის ეთერში იყო და ჯერ ბოდავდა და იტყუებოდა და შემდეგ იტყუებოდა და ბოდავდა. ეს ადამიანი თავისი აგენტურულ – ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს ტყუილებით და სულელური დეზინფორმაციით საზოგადოების მოტყუებას. კაცი ჯერ შემოუძღვა, ჭიქები უჭახუნა გავრილოვს, აქეიფა, პატივი სცა, ქართულად დაუხვდა, როგორც საერთაშორისო გმირს და მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ამ ადამიანის ქმედებებზე, მისი ხვეწნა მუდარით შემოვიდა ეს ადამიანი ქვეყანაში, დაჯდა თვითმფრინავზე და წავიდა. მერე უკვე რაც განვითარდა, ოთხივე კიდურით ებღაუჭებოდა სავარძელს, პარლამენტის თავმჯდომარე და სანამ არ გადააყენეს, მანამდე არ ეთმობოდა თავისი თანამდებობა, ეს კრიზისი რომ განმუხტულიყო. კაცი, რომელიც ცალმხრივი ბოდიშის პრიზმიდან უყურებს პროცესებს; კაცი, რომელიც გამოდის და აუფასურებს ანწუხელიძის გმირობას; კაცი, რომელიც გამოდის და 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, რუსების მიერ მოწყობილ ჩვენი მოქალაქეების ჟლეტას, “აპრავებს” უცხო ძალის დაძახებით, ლაპარაკობს „დიფ სთეითზე“, თავისი აგენტურულ- ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს მოქალაქეები და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ჩემი რჩევა იქნება, მიწეროს, სთხოვოს თეა წულუკიანს, რომ ე.წ. კომისიაზე მივიდეს და კითხვებს როგორ შემოუძღვა, როგორ აიღო გავრილოვთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, როგორ ებღაუჭებოდა ოთხივე კიდურით თავის სავარძელს, უპასუხოს. მას მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შემოუძღვა გავრილოვს, ებღაუჭებოდა სავარძელს, არ გადადგა დროულად; მერე ცალმხრივი ბოდიშის მოხდის რეჟიმშია ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოსთვის, მზადაა რუსეთსა და მტერს კი არ დაუძახოს, არამედ უცხო ძალა დაარქვას, მზადაა, რომ ქვეყნის ინტერესები და ანწუხელიძის გმირობა შესწიროს თავის პოლიტიკურ ამოცანებს – ამ ადამიანისგან იმის თქმა რომ მართულია, არაა გასაკვირი, რა თქმა უნდა მართულია. მისი პერსონალური „დიფ სთეითი“ არის ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა