ბექა ლილუაშვილი – ირაკლი კობახიძემ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა – თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ, ასეთ შემთხვევაში ან ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა

ირაკლი მ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა – თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ და ასეთ შემთხვევაში ან რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი .
ლილუაშვილის შეფასებით, კობახიძის განცხადებები რეფლექსიაა იმ შიდა კონკურენციასა და დაბნეულობაზე, რაც ახლა “ქართულ ოცნებაშია” და რაც ზედაპირზე ჩანს.
მ ჯერ თქვა, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, ხოლო შემდეგ თქვა, რომ როცა პოლიტიკაში ივანიშვილი შემოდის, “ქართული ოცნების” გამარჯვება ყოველთვის დამაჯერებელია. ეს ხომ აბსურდია, ერთმანეთს არ ებმის, რადგან თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ და ასეთ შემთხვევაში ან ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა…
ყველა კვლევის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” ისტორიულ მინიმუმზეა, მარტივ მამრავლებად იშლება, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას” ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხობელას როლში ძალა აღარ ექნება – მას ეს კარტი ნაცარში ჩაუვარდა. “ქართულ ოცნებასაც” მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის კრიზისია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პარტაქტივის ნაწილში შესაძლოა პოზიტივი შეიტანა, მაგრამ მხარდაჭერის კუთხით მის შემობრუნებას ის ეფექტი აღარ ექნება – ეს შეუძლებელია!” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.