ბექა ლილუაშვილი – ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ იქვემდებარებს ცესკოს პარტიულად – ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი

ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ იქვემდებარებს ცესკოს პარტიულად. რაში სჭირდება ძალას, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში და ამბობს, რომ თურმე აქვს კონსტიტუციური მხარდაჭერა, დაქვემდებარებული, პარტიულ ვერტიკალში ჩაბმული ცენტრალური საარჩევნო კომისია?! – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის.
„ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. იმის ნაცვლად, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ქმნის ისეთ საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორიც სამწუხაროდ, ცესკო ვეღარ იქნება ამ ცვლილებების შემდეგ. ვხედავთ როგორ იქვემდებარებს პარტიულად. რაში სჭირდება ძალას, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში და ამბობს, რომ თურმე აქვს კონსტიტუციური მხარდაჭერა დაქვემდებარებული, პარტიულ ვერტიკალში ჩაბმული ცენტრალური საარჩევნო კომისია?! ცხადია, ეს კანონპროექტი, ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაადო ვეტო, მაგრამ ბუნებრივია, „ქართული ოცნება” უკან არ დაიხევს და ამ ვეტოს დაძლევს,” – განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა დღეს დაიწყო. ს “მოტივირებულ შენიშვნებზე” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”