ბექა ლილუაშვილი – ვწუხვართ, რომ მიუხედავად უზარმაზარი კომპრომისებისა, რაზეც წავედით, შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის დასასრული

ძალიან ვწუხვართ, რომ მიუხედავად უზარმაზარი კომპრომისებისა, რომელზედაც ჩვენ წავედით, შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის დასასრული, პირიქით, ეს არის ბრძოლის გააქტიურების დასაწყისი , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება ვერ შედგა, „შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება“, რადგან ორივე პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და არჩევნების შემდეგ პარლამენტშიც ითანამშრომლებენ.
„ჩვენ ძალიან დიდ კომპრომისზე წავედით, ჩვენ წავედით უზარმაზარ კომპრომისზე, სამწლიან პერიოდში პოზიციონირების მიუხედავად ჩვენი პარტიული იდენტობის დროებით გვერდით გადადებაზე და ამ პლატფორმაზე ერთიანი ძალებით „ქართლი ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ეს გაერთიანება გამოვიდა თუ არ გამოვიდა, შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება. „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველს, ან პირიქით სამართლიანი და საკადრისი პასუხის გაცემის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველს. ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ ისეთ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში „ლელოში“ არიან, ვისაც აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა და შეიძლება ხმები გაიფანტოს და ვიღაცის მიერ ბარიერის ვერ გადალახვის პრობლემამ დამატებითი შესაძლებლობები შეუქმნას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაშინ ამ ლოგიკას გავყვებოდით, არის თუ არა ეს საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ჩვენ არცერთ პარტიას არ გვაქვს. ჩვენ და „ლელომ“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, თუმცა მომავალ პარლამენტში ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ს განცხადებით, მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შედგა შეთანხმება „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის ისაა, რომ მ პარიტეტთან დაკავშირებულ საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხა საკუთარ მოკავშირეებთან.
„ჩვენ პროცესისთვის მომზადებულები მივედით პირად შეხვედრებზე და შემდეგ უკვე პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. პირველივე რაუნდად წოდებული ამ პროცესიდან ბატონმა ხაზარაძემ ითხოვა გარკვეული დრო, რომ თავის მოკავშირეებთან შეეთანხმებინა პარიტეტთან დაკავშირებული საკითხები. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო პირველივე წუთიდან მისთვის მთავარი შესათანხმებელი საკითხი, რომელიც ფაქტია, რომ ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ, მან შეთანხმება ვერ მოახერხა საკუთარ მოკავშირეებთან.
დათმობაზე მივდიოდით აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პარიტეტის საფუძველზე დაგვეთმო ჩვენი სუბიექტი, ორგანიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვხდებოდით პარიტეტის საფუძველზე მოკავშირეები ამ ერთიანი პლატფორმის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, მოლაპარაკების პირველივე წამიდან პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შეთავაზება იყო, რომ თანაბარი პირობებით, „თანაბარი პარიტეტის საფუძველზე“ შექმნილიყო პლატფორმა.
„ორ სუბიექტს შორის როცა მიდის საუბარი, ერთადერთი ფუნდამენტური პრინციპი ეს არის ელექტოლარული მხარდაჭერა, ელექტოლარული სიძლიერე. ჩვენ უფრო უპირატეს პოზიციაში ვართ იმიტომ, რომ თუ დინამიკაში შევხედავთ ეს პროცესები ქვემოთ მიდის, „ლელოს“ შემთხვევაში, მხარდაჭერის ნაწილში, ბოლო კვლევას თუ გადავხედავთ. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ორნიშნა და მზარდი და საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონე. ჩვენ ვთქვით, რომ რადგან ვართ ორი სუბიექტი, არის „ლელო“, 9 ნომერი და „გახარია – საქართველოსთვის“ 25 ნომერი, თანაბარი პირობებით, თანაბარი პარიტეტის საფუძველზე, ჩვენ გავაკეთოთ ეს პლატფორმა. ეს იყო ჩვენი შეთავაზება პირველივე წამიდან, რაზეც, როგორც აღმოჩნდა, შიგნით სუბიექტები ვინც არიან, მოკავშირეები, თვითონ პარტია „ლელოში“ შემავალი ადამიანები, პოლიტიკოსები, როგორც ჩანს ისინი ვერ დაითანხმა ბატონმა ხაზარაძემ.
მე ბევრი სპეკულაცია და ბევრი ტყუილიც მოვისმინე მთელი დღის განმავლობაში, ამიტომ ძალიან მკაფიოა და ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ ეს შედეგი ვერ დადგა ამ კონკრეტულ ეპიზოდში იმის გამო კი არა, რომ ხაზარაძე, გახარია და ქალბატონი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, არამედ ვერ დადგა იმიტომ, რომ ბატონი მამუკა ვერ შეთანხმდა საკუთარ თანაპარტიელებთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ