ბექა ლილუაშვილი – ვენეციის კომისიის წარმომადგენლებსაც გაეღიმათ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა „ოცნებამ“ ყველას გაუგზავნა, ოპოზიციის გარდა, თვალით არ გვაქვს ნანახი

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ყველას გაუგზავნა “ოცნებამ” ოპოზიციის გარდა და თვალით არ გვაქვს ნანახი, ამაზე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებსაც გაეღიმათ , – ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, საუბარი ძირითადად 3 საკითხს შეეხო.
“სამ საკითხზე იყო საუბარი, ეს არის საარჩევნო კოდექსი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ყველა ჩვენგანმა გავამახვილეთ ყურადღება ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე, რაც არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ასევე, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა ბევრ საკითხზე, რაც მიმართულია ს შედეგებზე ზემოქმედებასა და გაყალბებაზე. ასევე, საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ ბიუროს. ყველა თანხმდება დღეს, რომ აბსოლუტურად უფუნქციოა ახალი ბიურო, რომლის ხელმძღვანელობას ნიშნავს პრემიერი. ვისაუბრეთ ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე.
ვენეციის კომისიის ფორმატი არ არის იმედის მოცემა, ეს არის რეკომენდაციების გაცემა კონკრეტულ საკითხებზე. თუ რეაქციებს გულისხმობთ, მათაც გაეღიმათ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ყველას გაუგზავნა „ოცნებამ“ ოპოზიციის გარდა და თვალით არ გვაქვს ნანახი, ეს ბუნებრივია მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო, ცხადია,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება