ბექა ლილუაშვილი – ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებთან ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი – „ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს მტრად ვერ გამოაცხადებს

ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სისულელე, გამოწვეული, ეჭვი მაქვს არა უცოდინარობით, არამედ მიზანმიმართულად – ამ საკითხზე დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლობის შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი, რომელიც როგორც ჩანს, [ბიძინა] ივანიშვილის გონებაში გამოცხვა,- ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან -ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსია შესთავაზა.
დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ევროკავშირს საქართველოს მტრად ვერ გამოაცხადებს.
„ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სისულელე, გამოწვეული, ეჭვი მაქვს არა უცოდინარობით, არამედ მიზანმიმართულად. ყველაზე დიდ საკითხში, რომელიც იწვევს ყველაზე დიდ დაპირისპირებას საქართველოს საზოგადოებაში, რომელმაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, გამოიწვია ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია და დარწმუნებულო ვარ, დღესაც გამოიწვევს, ამ საკითხზე დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლობის შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი, რომელიც როგორც ჩანს, [ბიძინა] ივანიშვილის გონებაში გამოცხვა. ის ცდილობს, რომ საზოგადოების დაპირისპირებაში შემოიყვანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. „რუსული კანონის“ მიღების პროცესთან ერთად, რომელიც ისედაც ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტრებს შორის, ამის ზემოდან კიდევ უნდათ, რომ ღიად ევროკავშირი ამ ქვეყნის მტრად გამოგვიცხადონ. ვერ გამოგვიცხადებენ. მტერი არ აგვირჩევია, ის ისტორიამ განგვისაზღვრა და მეგობრები, რომლებიც გვყავს ათეული წლების განმავლობაში გვიდასტურებენ, რომ ჩვენი მეგობრები და კეთილისმოსურნეები არიან“,- განაცხადა დეპუტატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა