ბექა ლილუაშვილი – დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარ პროპაგანდაში და ტყუილების ტირაჟირებაში იყენებდა – ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უფრო ცხადი გახდება ამ ტყუილის მასშტაბები და საფუძველი

დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარ პროპაგანდაში და ტყუილების ტირაჟირებაში იყენებდა – დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ უფრო ცხადი გახდება ამ ტყუილის მასშტაბები და საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს -ის არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციის შესახებ განუცხადა, რომელიც დღეს იმართება.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „თუ ვინმე კიდევ ცდილობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი პროპაგანდაში ჩართოს, ის მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს“.
„დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარ პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში იყენებდა, რომელსაც ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ჩვენ ვნახეთ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ძალიან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ არაღიარების პროცესში, მათ შორის, კონკრეტული სანქციების დაწესებით ყველა იმ პირზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაზე. ვხედავთ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ და რეჟიმის საწინააღმდეგოდ, უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ამ მოცემულობაში, თუ ვინმეს ჰგონია და კიდევ ცდილობს, რომ პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის უბრალოდ, მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს. ჩვენ ვნახეთ კიდევაც, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ აღარ სჯერა ამის.
თავიდან ამბობდნენ, რომ 20 იანვრის შემდგომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთებოდა, შემდეგ ნარატივში შემოიტანეს, რომ იმედი აქვთ გადაიტვირთება, ახლა ღიად აცხადებენ, რომ ეს გადატვირთვა დამოკიდებულია არა აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილებაზე და ინაუგურაციაზე, არამედ თურმე, ს მიერ სამხედრო აგრესიის დასრულებაზე უკრაინის წინააღმდეგ.
ეს ყველაფერი ტყუილია, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაჭიმვას, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული და ქონება გადაარჩინონ ივანიშვილმა და პრივილეგირებულმა ოჯახებმა საერთაშორისო სანქციებს.
დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ უფრო ცხადი გახდება ამ ტყუილის მასშტაბები ფა საფუძველი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, ლილუაშვილმა უპასუხა კითხვას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, დონალდ ტრამპის მიმართ „შეცვლილ რიტორიკაზე“ და აღნიშნა, რომ „თუ ვინმემ ასეთი შეფასება გააკეთა და ახლა პოზიცია შეცვალა, ეს მხოლოდ და მხოლოდ არათანმიმდევრულობაზე და ცოტა პოლიტიკურ სიბეცეზეც მიუთითებს“.