ბექა ლილუაშვილი – გიორგი გახარიას დასამალი არაფერი აქვს

სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სანქციების არეალის გაფართოება რეჟიმის მდგრადობაზე გავლენას მოახდენს.
“ახლა სასწორზე უნდა დადგეს სპონსორების პერსონალური ინტერესები და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, როდესაც სანქციების არეალი გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და შეეზღუდებათ თავიანთი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა, ეს გავლენას მოახდენს და უკვე ახდენს, ამ თვალსაზრისით, რეჟიმის მდგრადობაზე.
ის, რომ სანქციების პოლიტიკა არის ასეთი თანმიმდევრული, ასეთი განგრძობადი არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების დამსახურება და, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ. უნდა გავაგრძელოთ ეს გრძელვადიანი და თანმიმდევრული ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
გარდა სანქციებისა, ლილუაშვილმა ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დაბარებაზე.
კითხვაზე, მივა თუ არა გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე არის დაბარებული, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პერსონალურად გახარიას გადასაწყვეტია და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, პარტია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას გააგრძელებს.
“ეს არის ინდივიდუალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი. ინდივიდუალურად ჩემი ან გუნდის სხვა წევრების პოზიციას რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ არის და აქაც არაფერია გასაკვირი – ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება. კონტექსტურად, არანაირი კავშირი ლეგიტიმაცია – არა ლეგიტიმაციის კონტექსტთან ამას არ აქვს.
მე, ამ შემთხვევაში, სხვა პრიზმიდანაც შემიძლია ეს საკითხი დავსვა – ჩვენ და, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას, დასამალი არაფერი აქვს.
როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა