ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოლოდინი არსებობს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
შესაბამისი განცხადებით, ლილუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას სამართლებრივ ჩარჩოში მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიაში ამის მოლოდინი არსებობს, რისთვისაც ისინი მზად არიან.
“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არსებობს, რადგან ამ ხალხის ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში თრთოლვა, რა შედეგამდე მიიყვანს პოლიტიკურ პროცესს, პროგნოზირება რთულია, ამიტომ ამის მოლოდინი არსებობს და ჩვენ მზად ვართ.
კობახიძის განცხადებაში ჩამოთვლილი ყველა საკითხი არის სისულელე. თუ ს რამე კითხვები აქვს იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც გახარიას ბევრჯერ უსაუბრია, თითოეულ იმ ხუთივე თემაზე სიამოვნებით დაველაპარაკები“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გახარიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს არავინ „გაუტარებს“.
„კარგია, რომ ივანიშვილმა კულისებიდან გამოსვლა გადაწყვიტა, ეს გარკვეულ ანგარიშვალდებულებას ნიშნავს საზოგადოების წინაშე. განცხადებაში ერთადერთი სახელი და გვარი – გიორგი გახარია ახსენა, მანამდე წერილი იყო, შემდეგ პატარა ბიჭების ენით ბრალდებები და შემდეგ თვითონ გააგზავნა ბრალდებები. უბრალოდ ისროლა სხვის ბოსტანში კენჭი.
დღეს გამოდიან ნეონაცები და მორალურ ვალდებულებაზე ლაპარაკობენ. მორალური ვალდებულებაა, როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და ვიღაცას ბრალდებას უყენებ, კეთილი უნდა ინებო, დაჯდე ამ ადამიანთან და პირისპირ უთხრა სათქმელი ნებისმიერ ფორმატში. მედიამ აიტაცა დებატები, თორემ, საუბარი იყო დებატებზეც, ტელევიზიებზეც, სასამართლოზეც, სხვა ნებისმიერ ფორმატზე. ასე უბრალოდ ტყუილი ბრალდებების სროლას ვინ „გაუტარებს“? არავინ „გაუტარებს“. ამიტომ ამ შუამავლების საშუალებით კი არა თვითონ გამოვიდეს და თქვას, რომ – გიორგი გახარია ჩემთან პოლიტიკური დებატებისთვის მზად არ არის, როგორც დღეს ვიღაცებს გააჟღერებინეს, ან თქვას: „კი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.