ბექა : ძალიან მომრავლდა “პატრიოტი” და “მორწმუნე” სტალინის შესახებ ცრუ პოსტები… ეს დოკუმენტი ინახება…

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
ძალიან მომრავლდა “პატრიოტი” და “მორწმუნე” სტალინის შესახებ ცრუ პოსტები, ფეიჯები, სტალინისტების ჟრიამული და ა.შ.
ეს დოკუმენტი ინახება ს სოციალური და პოლიტიკური ისტორიის არქივის (ყოფილი იმელის არქივი) სტალინის ფონდში (#558).
კონტექსტი: 1921 წლის 6 მარტია. სტალინისა და ორჯონიკიძის ინიციატივით, მათივე ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს საქართველოს ოკუპაცია. პარალელურად, მოსკოვში ჩასულია თურქული დელეგაცია და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების გაყოფაზე ორ იმპერიას შორის. მოლაპარაკებებს, საბჭოთა ს მხრიდან, ხელმძღვანელობს სტალინი.
ის ამ წერილით საქმის კურსში აყენებს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს (მინისტრს), გიორგი ჩიჩერინს. ხაზს ვუსვამ, საქმის კურსში აყენებს და არაფერს ეკითხება, რადგან კავკასიური პოლიტიკა მისი ექსკლუზივი იყო.
ასე გადასცა მან თურქეთს საქართველოს ტერიტორიები – ართვინი, არტანუჯი და არტაანი.
განსაკუთრებით საინტერესო არის შემდეგი პასაჟი, რომელსაც რუსულის არ მცოდნეთათვის ვთარგმნი: “[რუსი] სამხედროები არ თანხმდებიან თურქეთს დავუთმოთ არდაგანი (არტაანი), რადგან მას თბილისის გასაღებად/კარიბჭედ თვლიან. მიუხედავად ამისა, მე (სტალინი) იმედი მაქვს გავტეხო მათი წინააღმდეგობა და მივაღწიო დათმობას ისე, რომ საზღვარი რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა (რსფსრ) და თურქეთს შორის გადიოდეს დაახლოებით იქ, სადაც ყარსისა და ტფილისის გუბერნიების საზღვარი იყო…”
აქ ორი მთავარი პასაჟი:
1. რუს სამხედროებს, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არ სურთ არდაგანის დათმობა, მაგრამ სტალინს სურს მათი წინააღმდეგობის დაძლევა და დაძლია კიდეც;
2. ის საუბრობს არა საქართველოზე, ან საბჭოთა საქართველოზე, არამედ რუსეთ-თურქეთის საზღვარზე. მისთვის საქართველო, როგორც ასეთი, არ არსებობს.
ეს ერთი ძალიან პატარა ეპიზოდია მრავალთა შორის. ამ დღეებში ჩავწერთ ვრცელ პოდკასტს “აქტუალური ისტორიისთვის” – “სტალინი და საქართველო”, სადაც ჩემი სტუმარი იქნება Megi N. Kartsivadze, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სტალინის კულტზე საქართველოში. მისი დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, განვიხილავთ ყველა ეპიზოდს საქართველოსადმი სტალინის მიმართებაზე.
მოგვიანებით, კიდევ ერთ ვრცელ ეპიზოდს ვაპირებ – “სტალინი და ეკლესია”.
მუშაობს პროპაგანდა და ავმუშავდეთ ჩვენც. გავავრცელოთ სიმართლე.

ასევე დაგაინტერესებთ