ბექა კობახიძე: ქართული ოცნება ძალიან მარტივ ოპერაციას ატარებს: სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გამო დღის წესრიგის ცენტრში აბრუნებს მის საკითხს, რათა…

“ქართული ოცნება ძალიან მარტივ ოპერაციას ატარებს: სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გამო დღის წესრიგის ცენტრში აბრუნებს მის საკითხს, რათა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა მასზე ისაუბრონ. ასე გააკეთებენ ან გააძლიერებენ პროექცირებას, რომ ერთ მხარეს არის კოლექტიური მიშა, მეორე მხარეს არიან ისინი. თუ არ წამოეგო ამ ფანდზე ოპოზიცია და ხმა არ ამოიღეს სააკაშვილზე, მერე ნაცები და/ან მიშა დასცხებენ დანარჩენ ოპოზიციას, შეიქმნება განცდა, რომ ესენი ახლა ჭამენ ერთმანეთს და მერე რას იზამენ…
მაგრამ! ოპოზიციაში ხომ ხართ ზრდასრული ხალხი? რასაც მე ვწერ, ხომ დევს ხელის გულზე? რამე რთულ კონსტრუქტზე ხომ არ ვსაუბრობთ?
ახლა საჭიროა ნაცებსაც და მიშასაც ეთქვათ, რომ ეს არის სახელისუფლებო ფანდი, რომელზეც არავინ არ უნდა წამოეგოს, თუნდაც იგივე მიშას კეთილდღეობისთვის. მას აწვალებენ მანამ, სანამ მის წვალებას ოპოზიციის დეზორგანიზაციაში შედეგი მოაქვს. ამიტომ, ეს ბერკეტი ხელისუფლებას ხელიდან უნდა გამოეცალოს და ამის გაკეთება ოპოზიციის ხელშია.
ჯენტლმენური შეთანხმებით, ნაცები გააპროტესტებენ მიშას ამბავს, დანარჩენი ოპოზიცია წაუყრუებს და ეს ნაცებს არ ეწყინებათ, რადგან მიხვდებიან, რომ ტაქტიკურად ასე ჯობია. ასეთია მარტივი გამოსავალი,” –  წერს სოციალურ ქსელში  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ