“მე ასე დავინახე: ზარქუა მოულოდნელად მივიდა ლაშა გაბიტაშვილთან და დაარტყა. ლაშამ წამოაქცია და გაიგდო. ამის დანახვაზე, სანიკიძე მივარდა ზურგიდან. ზარქუა გაიქცა, ხოლო ლაშამ სანიკიძე წამოაქცია და გაიგდო. ამის დანახვაზე, მესამე დეპუტატი – მესამე სამხარაძე მივიდა და ლაშას დაარტყა. ლაშა ახლა ამას მოუბრუნდა. სანიკიძემ ისარგებლა ამით და გაიქცა.
ლომის და სამი ჰიენას ჩხუბი იყო ეს.
კიდევ რა დავინახე: ამ მონის მოჯამაგირეებს (ტერმინი გია ჯაფარიძეს ეკუთვნის) პრეტენზია აქვთ თავმოყვარეობაზე. ყველაფერი ნაკადრი აქვთ და საერთოდ არ არის არაფერი, რასაც არ იკადრებენ, მაგრამ თითქოს აქ თავმოყვარე ბიჭები არიან. ოღონდ, ამ თავმოყვარეობაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლებას თავს მხოლოდ მაშინ აძლევენ, როცა ტიტუშკების ხროვა იცავთ ან თავად მივარდებიან ადამიანს ჯგუფურად.
კიდევ ერთი: ამათ უნდათ, რომ ფუფუნებაში ისვენებდნენ, როცა საქართველოს პატრიოტებს აპატიმრებენ.
საქართველოსთვის მოპარული ფული ბოლო კაპიკამდე უნდა მოიტანონ, მათ შორის უკვე დახარჯული ფულიც. დუსტის ფული არ უნდა დარჩეთ და გაბომჟებულებმა იარონ, დაცვის, ხარებას და ტიტუშკების გარეშე. ქუჩაში უნდა შეხვდნენ ლაშა გაბიტაშვილებს.
ეს იქნება სამართალი,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე.