ბექა : სამხედროების კომისიაზე გამოცხადებით, რეჟიმს ეს ტვირთი მოეხსნა

“არაერთი ადამიანი ვიცი, ვინც არც ერთ პარტიაში არ არის, ფორმალურად არც პოლიტიკაშია, მაგრამ წულუკიანის კომისიაში დაიბარებენ და არ აპირებენ მისვლას.
ჩვენთვის ამ საკითხს მორალური სიცხადე არ აკლია, მაგრამ ისტორიისთვის მნიშვნელოვანია სიმბოლიზმები. 20 და 100 წლის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ქართული ოცნების რეჟიმის დასახასიათებლად მხოლოდ ერთი ფაქტი იქნებოდა საკმარისი – მათ გაასამართლეს ის სამხედროები, ვინც 2008 წელს იცავდა საქართველოს. თან, ეს გააკეთეს არა სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებით, რაც სხვა სამხედროებისთვის უკვე გაუკეთებიათ, არამედ უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის “გამოძიების” ფარგლებში.
სამხედროების კომისიაზე გამოცხადებით, რეჟიმს ეს ტვირთი მოეხსნა”, – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება