ბექა კობახიძე: რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა პირველი უნდა ნახონ „ცარ ირაკლი ვტაროის“ ძეგლი, რომელიც „ოცნების“ ტყუილების მიხედვით, თითქოს იყო პრორუსი

„ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია ერეკლე მეფე ხმლის გარეშე. ერეკლე მეფეს, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქი არასდროს ჩაუგია, ამიტომაც, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად, მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი.

ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი – ს ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა. ეს ძეგლი არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – რომელიც ამ მეფეს ძალიან დიდი აქვს – პრორუსული ორიენტაციის რეაბილიტაცია საქართველოში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა .

ბექა კობახიძეს ერეკლე მეფის ძეგლის გახსნაზე ვესაუბრეთ.

ან რომ ყოფილიყვნენ მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში, ალბათ იმას იტყოდნენ, ერეკლემ კრწანისის ბრძოლა ვერ აარიდა საქართველოს და ლეგიტიმაცია გაუკეთა აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრასო.

კარგი იქნებოდა, ის ეთქვა, რომ 1795 წელს, როცა აღა-მაჰმად-ხანი შემოდიოდა საქართველოში თბილისის გადასაწვავად, ერეკლე წერილს წერილზე აგზავნიდა რუსებთან: მოდიან, გთხოვთ, დროზე დაგვეხმარეთ და მოგვეშველეთო. რუსეთმა პირიქით, ამ დროს ჯარები გაიყვანა საქართველოდან – ევალებოდა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით საქართველოს დახმარება, მაგრამ, როგორც იცით, რუსეთმა მარტო შეატოვა ერეკლე მეორე აღა-მაჰმად-ხანს.

ამაზე „ოცნების“ ლიდერებისგან არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია და აგერ, აღა-მაჰმად-ხანის სამშობლოში – ირანში დარბიან ხოლმე გასვენებებზე და თუ საელჩოში – პანაშვიდის წიგნებში ჩანაწერის გასაკეთებლად… „ოცნება“ ეწევა ისტორიის გაყალბებას და ინსტრუმენტალიზებას.

„ბათუმელებმა“ ისტორიკოსს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ბექა, რის დემონსტრირება სცადა „ოცნებამ“ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნით?

დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეფე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მონარქია საქართველოს ისტორიაში. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ ასეთი დონის მმართველი საქართველოს არ ჰყოლია. ეს იყო კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ომში გაატარა.

თუმცა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსების მიერ ხდება ერეკლეს პოზიციონირება, როგორც პრორუსი მეფის.

თუ რამე არის ერეკლე მეფის დაკნინება და სახის შეცვლა, არის ის, რაც კეთდება საბჭოთა დროიდან მოყოლებული დღემდე.

მნიშვნელოვანია, რატომ გაიხსნა ძეგლი ამ კონკრეტულ ადგილას?

როდესაც საქართველოს ოკუპაციის 60-წლიანი წელი შესრულდა, 1981 წელს, შევარდნაძემ თქვა ცნობილი სიტყვები – „საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“. ამას მოჰყვა ზურაბ წერეთლის ძეგლის გახსნა აეროპორტთან – ქალი, რომელიც არის საქართველოს სიმბოლო, ჩრდილოეთისკენ არის შეტრიალებული და ხელში უჭირავს მზე.

აეროპორტთან დადგეს ძეგლი იმიტომ, რომ რუსეთიდან როცა ჩამოდის ადამიანი – მაშინ ძირითადად საქართველოში მოსკოვიდან იყო რეისები და არა დასავლეთიდან – დაენახა ეს სიმბოლო: საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!

არის ასევე მეორე ძეგლი, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა, ეს არის პეტრე ბაგრატიონის ძეგლი. ეს ძეგლი დღესაც დგას კრწანისში. რატომ დაიდგა ეს ძეგლი კრწანისში? – იმიტომ, რომ ცეკას აგარაკები იყო კრწანისში, სადაც შევარდნაძე ცხოვრობდა, იქიდან რომ ჩამოვიდოდა ადამიანი – ცეკას ან პოლიტბიუროს წევრი – პირველი უნდა ენახა იმ ქართველის ძეგლი, პეტრე ბაგრატიონის ამ შემთხვევაში, რომელიც ხმალს იქნევდა რუსეთისთვის.

მესამე შემთხვევაც გვაქვს: აი, დარიალიდან რომ გამოვალთ გუდაურთან – რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მოზაიკაც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად მოაწყვეს. წარმოიდგინეთ, რუსეთიდან ადამიანი საქართველოში შემოდის აეროპორტით, აი, დარიალიდან შემოსულ რუსს კი უნდა ენახა ეს მოზაიკა.

ამით მაშინდელი ქართველი კომუნისტები რუსეთს ეუბნებოდნენ, თქვენი მორჩილები ვართ, თქვენი მოყვარული.

ამის საპირისპიროდ, 2005 წელს აეროპორტის ტრასის ნაწილს დაერქვა ამერიკის პრეზიდენტის, ს სახელი. ამით სააკაშვილის ხელისუფლება სიმბოლიზირებდა იმას, რომ როდესაც ადამიანი ჩამოვა თბილისში, პირველი ქუჩა, რომელზეც ის გაივლის, არის ამერიკის პრეზიდენტის სახელობის.

ახლა ეს პროცესი ბრუნდება უკან – ესენი [„ოცნება“] ერეკლეს ტირაჟირებენ, როგორც პრორუს მეფეს და იგივე აეროპორტის ტრასაზე დადგეს ერეკლეს ძეგლი. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ხდებოდა 1980-იან წლებში, სიმბოლიზმის თვალსაზრისით.

რასაკვირველია, კახელებს ეუბნებიან, რომ ეს აეროპორტის ტრასა კი არ არის, კახეთის გზატკეცილია და ერეკლე რახან კახელი იყო, ამიტომ დავდგით ეს ძეგლი კახეთის გზატკეცილზეო, მაგრამ ამას აქვს საგარეო პოლიტიკური დანიშნულება: რომ შევიდეთ აეროპორტში და ვნახოთ ტაბლო, საიდან არის რეისების უმრავლესობა, ვნახავთ, რომ რეისების უმრავლესობა არის რუსეთიდან. რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა პირველი უნდა ნახონ „ცარ ირაკლი ვტაროის“ ძეგლი, რომელიც „ოცნების“ ტყუილების მიხედვით, თითქოს იყო პრორუსი.

ვრცლად