ბექა კობახიძე: …რადგან ოქტომბერში დემოკრატია გაიმარჯვებს

“რა მოხდა ამ კვირაში:
– ევროინტეგრაცია ოფიციალურად შეჩერებულია;
– პირველად 2008 წლის შემდეგ, ნატოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ყოველწლიურ დეკლარაციაში, რომ საქართველო მასში გაწევრიანდება;
– ქართულ ჯარს დახმარება გაუჩერა როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა;
– კიევში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი არ გამოუხატავს ხელისუფლების არც ერთ წევრს;
– ხელისუფლების მარიანოტთა მხრიდან დაფუძნდა ორგანიზაცია “ნეიტრალური საქართველო”. ტელევიზორს, კომპიუტერს თუ უთოს რომ ჩართავ, ყველგან ამას აპიარებენ ხელისუფლების პროპაგანდისტული არხები;
ს საგარეო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთს ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უნდა და ხელი არ ახლოთ ქართულ ოცნებასო;
– რუსეთში დაინიცირდა კანონი, რომლის მიხედვითაც, აგენტების კანონის მსგავსად, ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებს (ჩვეულებრივ ადამიანებს) ევალებათ სახელმწიფო რეგისტრაცია, რათა უნაირო რამის დაპოსტვა-დალაიქებისთვის მერე პასუხი მოსთხოვონ (ასეთი ბაზის შექმნას პაპუაშვილი დაგვპირდა საქართველოში).
ამის იქით რა არის მოსალოდნელი, თუ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მოახერხა და გაიფორმა გამარჯვება:
– შეგვიჩერდება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა;
– რუსულ კანონს დაამძიმებეენ და განავცრობენ ინდივიდებზე;
– მიიღებენ მედიის კანონს და მოაშთობენ კრიტიკულ მედიას;
– დახურავენ არაკონტროლირებად უნივერსიტეტებს, ხოლო კონტროლირებადი უნივერსიტეტებიდან “კონკურსების” შედეგად გამოაძევებენ არამორჩილ პროფესურას;
– კონსტიტუციიდან ამოიღებენ 78-ე მუხლს, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს;
– კონსტიტუციაში ჩადებენ “ნეიტრალიტეტს”;
– დაიწყება ცენზურა, მათ შორის ფეისბუქშიც, და განსხვავებული მოსაზრებების ადამიანების დევნა (ამას ივანიშვილი ხმამაღლა დაგვპირდა);
– გაღრმავდება კორუფციული ჭაობი;
– ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ქვეყნის ყველაზე განათლებული და შემოქმედი ადამიანების მასა დატოვებს საქართველოს, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი.
ახლა მე ისტორიული წყარო დავწერე, ფაქტობრივად, რომელიც იმედია მომავალში არავის გამოადგება, რადგან ოქტომბერში დემოკრატია გაიმარჯვებს,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!