ბექა კობახიძე: მოჩვენებითი სიმშვიდე, რომ ჯიბეში გვაქვს ყველაფერი და 27 ოქტომბერზე არც ვნერვიულობთო, უნდა გავიგოთ და დავინახოთ პოლიტტექნოლოგიურად

“ვუყურე და შევაფასებ. შევეცდები “ვთარგმნო”.
ადამიანების ნაწილი დაითრგუნა, რომ ივანიშვილი ძალიან თავდაჯერებული იყო, მგონი იცის რომ იგებსო.
აგიხსნით რამდენიმე პუნქტად:
1. რა არ მინახავს ბოლო 33 წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში: ტყუილი, გარეწრობა, ცინიზმი, უსინდისობა, მაგრამ ერთ ინტერვიუში ზედიზედ ამდენი და ასეთი კალიბრის ტყუილი არასდროს არავის უთქვამს.
პარანოიების ნაწილი იყო, მაგრამ ძირითადად შეგნებულად საუბრობდა სიგიჟეებს;
2. ისტორიკოსის სიტყვას ენდეთ: როდესაც მთლად მთავარი კაცი გამოდის და ტალახში შეგნებულად გორაობს, თავს იმდაბლებს, ეცემა პოსტივის სტაჟიორის დონეზე, ესე იგი მას ძალიან უჭირს;
3. მოჩვენებითი სიმშვიდე, რომ ჯიბეში გვაქვს ყველაფერი და 27 ოქტომბერზე არც ვნერვიულობთო, უნდა გავიგოთ და დავინახოთ პოლიტტექნოლოგიურად. აბა რას ელოდით? ბიძინა თუ იტყვის, რომ წყალი შეუდგა, ეს აქეთ გამოიწვევს გამარჯვების რწმენასა და მობილიზაციას, ხოლო ქოცებში დეზინტეგრაციას. ქოცებს სურთ დაბალი აქტივობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციური ელექტორატი არ მობილიზდეს. ამიტომ ებრძვიან ოპოზიციის გამარჯვების რწმენას და მასობრივად არ ძალადობენ;
4. კაცს სათქმელი საერთოდ არაფერი აქვს. ორ თემას ჩააჭირა ბოლომდე: ომი და გაპიდარასტება.
სხვა მხრივ გაკოტრებულია და საარჩევნო ბანერზე ეს ორი დაპირება უდევს. კარგად მოუსმინეთ რას ამბობს: შეიძლება მე არ მოგწონდეთ, ქართული ოცნება არ მოგწონდეთ, დაიღალეთ, მაგრამ თქვენი ქვეყანა და ოჯახები ხომ გიყვართო? ამიტომ, მხოლოდ ომის არდაშვებისთვის მომეცით ხმა, მეტს ვერაფერს გეუბნებითო;
5. ერთია ტყუილების კასკადი, რომ ამერიკელებთან დალაგებული აქვს, რომ თურმე “ევროპელ ბიუროკრატებს” არავინ ეკითხებათ ჩვენს გაწევრიანებას, რომ უყვარს და ა.შ. მაგრამ ხელისუფლებაში მისი ყოფნა ძალიან საშიში რომ არის საზოგადოებისთვის, ესეც თავად თქვა. ჩვენ კაცის რძეზე ავღლიცინდით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან ოპოზიციასთან დაკავშირებით გამოიყენა 1937 წლის ტერმინი – “ხალხის მტრები”. მან თქვა, რომ საჭირო არც არის სხვადასხვა პარტია, რადგან ვინც კაი ადამიანია, ყველა ჩვენთან მოდის და ისედაც ქართულ ოცნებაში იქნებაო. ანუ, ძალაუფლების წყარო იქნება ის და თავად გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ვინ არა, დანარჩენი მოისრება;
6. ცალკე ხაზგასმით ჩააჭირა გახარიას და ამიტომ მეც ცალკე უნდა გამოვყო ეს საკითხი. მან გახარიას უწოდა “გარეწარი”. ასეთი ტერმინი მას არასდროს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტის მიმართ არ გამოუყენებია. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორით არის განპირობებული, რადგან მტრად გადაკიდებული ყოფილი მოკავშირე მტერზე მეტად სძულთ ხოლმე. “გარეწარი” იყო წამოცდენა და აქედანაც ჩანს რამდენად “მშვიდად” არის კაცი.
თუმცა, გახარიაზე ჩაჭერა არ იყო მხოლოდ ემოციური ფაქტორით განპირობებული. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოკითხვის შედეგები ამბობენ, რომ 18% არის გადაუწყვეტელი თუ ვის მისცემს ხმას. ეს 18% არ მერყეობს 5 ნომერი გააფერადოს თუ 41 ნომერი. მერყეობა არის 25 და 41, 9 და 41 ნომრებს შორის. ჩვენს აზრს ახლა მამაზეციერიც ვერ შეცვლის, მაგრამ სწორედ ეგ 18% წყვეტს ს ბედს.
ამიტომ, გახარიასთან ერთად ხაზარაძესაც ჩააჭირა, მაგრამ განსაკუთრებით გახარიას.
თუ გახარიამ აიღო 100 ათასი ხმა და არჩევნებზე მოვიდა 2.1 მილიონი ამომრჩეველი, გახარია ვერ გადალახავს ზღვარს და მისი 100 ათასი ხმა დაიკარგება. ამიტომ, ქოცები შუაზე იხევიან, რომ ერთი მხრივ ხაზარაძემ და გახარიამ იმ 18%-დან რაც შეიძლება ნაკლები წაართვან, ხოლო მეორე მხრივ, რომ როგორმე გახარია ჩატოვონ. ეს არის აქ გეიმჩეინჯერი ფაქტორი.
და რას ამბობს გახარიაზე? 2021 წელს ქოცები ამბობდნენ გახარია მოღალატეაო. ახლა ეს არგუმენტი ვეღარ იმუშავებს, რადგან ქოცებზე “ღალატი” საერთოდ არ არის ცუდი საქმე, უფრო კი – პირიქით. ამიტომ, აქაც, ბიძინამ ჩააჭირა იმას, რისიც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ: გახარია 2021 წლის იანვარში გადადგა იმიტომო, რომო 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი იწყებოდა და გლობალური ომის პარტიამ საქართველოს შიგნით არეულობა დაავალაო. ნუ, “არგუმენტის” სიმყარე ქვას ხეთქავს, მაგრამ ბიძინას იმედი აქვს, რომ შიში ბოლომდე ირაციონალურია და თუ გახარიას ომის თემასთან მიაბამს, ეს შემაკავებელ ფაქტორად იმუშავებს მოყოყმანე ამომრჩეველში.
ამასთანავე, გახარიას გუნდის წევრებსაც დავიჭერო, რომ ამბობს, შეიძლება ხვალ თავად გაუხდეს დასაჭერად საქმე, მაგრამ დღეს უნდა, რომ გახარიას გუნდს შეეშინდეს და არ იბრძოლოს ხმების დასაცავად.
ბიძინას გეგმა მარტივია:
ა) ომით და გაპიდარასტებით უნდა დააშინოს ერი, რომ მხოლოდ ამ თემების გამო მისცენ მას ხმა;
ბ) მაქსიმალურად გააშაოს ხაზარაძე და გახარია და არ მისცეს მათ მერყევი ამომრჩევლის მიმხრობის საშუალება;
გ) გახარია ჩატოვოს, საკუთარი რესურსი მაქსიმალურად მოაბილიზოს და როგორმე მოიპოვოს უმრავლესობა.
ადრეც ვამბობდი და ამ ინტერვიუდანაც გამოჩნდა, ივანიშვილს წაგების შემთხვევისთვის გაწერილი სცენარი არ აქვს. ის არის სუსტი და შეშინებული.
ჩვენ რა უნდა ვქნათ?
1. ვისი წაყვანაც შეგიძლიათ, ყველას ხელი მოკიდეთ და წაიყვანეთ არჩევნებზე. დასწრება იგებს არჩევნებს;
2. ამ ბოლო დღეებში მაინც, ვისაც რა შეგვიძლია, მაქსიმალურად დაეხმარეთ ხაზარაძეს და განსაკუთრებით გახარიას;
3. 26 ოქტომბერს ღამის 10 საათზე ჩვენ გვეცოდინება ტექნოლოგიზებული უბნების შედეგები. თუმცა, არ გვეცოდინება არატექნოლოგიზებული 600-ზე მეტი უბნის შედეგები (ამ უბნებზე მოდის ხმების 10% ან მეტი). ეს უბნები არის ყველაზე დაუცველი გაყალბებისგან. თან, ისინი მდებარეობენ ეთნიკური უმცირესობებისა და მთიანი რეგიონების ტერიტორიებზე. ამ ათი პროცენტის გარეშე ჩვენ გამარჯვებული არ გვეცოდინება. ამიტომ, პარტიებმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა უნდა უზრუნველყოთ, რომ საღამოს 8 საათზე ამ უბნების დახურვისთვის, ადგილზე მობილიზებულები უნდა იყვნენ ტელეფონებით, კამერებით და ყველა საშუალებებით აღჭურვილი ადამიანები, რომ მაგალითად ნინოწმინდაში 70 პროცენტის ნაცვლად 95 პროცენტი არ დაიწეროს ხელისუფლებამ.
ცოტა დარჩა. მაქსიმალური მობილიზაცია გვჭირდება,” –  წერს სოციალურ ქსელში ასოცორებული პროფესორი, ბექა .