ბექა : ლილუაშვილი შეეწირა ბაჩიაშვილის გაპარვას

“ლილუაშვილი შეეწირა ბაჩიაშვილის გაპარვას. თვალთვალი მის კისერზე იყო. არ უნდა გაპარულიყო.
ბოლო ერთი წელია კრიზისის პოლიტმენეჯმენტს აკეთებს. ბიძინას მოწონს ის თუ როგორ აკეთებს და დააჯილდოვა ძალაუფლების გაფართოებით.
თუმცა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს არც სრულ ნდობას და არც იმას, რომ კობახიძეს რამე რესურსი აქვს ბატონი ჩააჩოჩოს. გომელაური, ჩუბინიძე და მურუსიძე პირდაპირ ბიძინასთან არიან ანგარიშვალდებულნი. შესაბამისად, რეჟიმის კუნთები და სასამართლო მისია. სანამ ეს ასეა, კობახიძე ვერ გაიწევს დამოუკიდებლობისკენ, რადგან დაიჭერენ და გაასამართლებენ. კობახიძეს სუსი მენეჯერის რანგში გადააბარეს და არა უფროსის რანგში.
ამასთანავე, აჭარა, სადაც ყველაზე ბევრი ფული იჭრება, ჩამოართვეს კალაძეს და გადააბარეს გომელაურს. რატომ? იმიტომ რომ ბოლო ერთი წელი კრიზისი გომელაურმა გადაატანინა რეჟიმს და უნდა დაჯილდოვდეს.
კალაძე მთლად რომ არ დაიჩაგროს, თბილისთან ერთად რეგიონები მისცეს. რეგიონები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარეშე, მაყუთის თვალსაზრისით ვერაფერი ბედენაა, მაგრამ კალაძემ თბილისი ქოცების დათვლითაც წააგო, ამიტომ გომელაურის და კობახიძის თანრიგში ის ვერ იდგება.
დიქტატორები ქმნიან შიდა კონკურენციას და ამენეჯმენტებენ დაპირისპირებულ კლანებს. ეს კლანები ყველა დიქტატორთან გარბიან, მიაქვთ ამბები სხვა კლანებზე. ზოგი ჯილდოვდება, სხვანი შეირისხებიან და ეს მუდმივი პროცესია.
ჩემი აზრით, ასე ბანალურად არის აქ საქმე,” – წერს სოცალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა