ბექა კობახიძე: იცით როგორი იქნება საქართველოს ბედი? როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, რომლის ბიუჯეტის 60%-მდე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსებით ივსება

“ვრცლად პერსპექტივებზე:
ოპოზიციას დაემუქრა, თუ ასე გააგრძელეთ საკონსტიტუციო სასამართლოთი აგკრძალავთო. შეუძლიათ ამის გაკეთება? ტექნიკურად როგორ არ შეუძლიათ, ეს საკონსტიტუციო სასამართლო (ცხრიდან სამი წევრის გამოკლებით) ნებისმიერ რამეზე მოაწერს ხელს. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს.
მაგრამ! პოლიტიკურად აქვთ ამის გაკეთების თავი? ალბათ არა.
ირაკლი და ქოცები არ არიან იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციას აკრძალვით ემუქრებოდნენ. ახლა ოპოზიციას შეუძლია პირობების დაყენება, თუ ჭკვიანურად იმოქმედებს.
ქოცებს აქვთ სამი გზა:
1. ლუკაშენკოს გზა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გზა არც ჩვენ გვაწყობს და არც ქოცებს. უფრო მეტიც, ლუკაშენკოსაც არ აწყობს ლუკაშენკოობა, იძულებული რომ არ იყოს.
ლუკაშენკოობა ნიშნავს დასავლეთთან ყველა გზის, ხიდის დაწვას, ტოტალურ სანქციებს, კეთროვნობას. საქართველო, რომელსაც არც აზერბაიჯანივით მდიდარი ბუნებრივი რესურსები აქვს და არც ლუკაშენკოს ბელარუსივით განვითარებული მრეწველობა, ეკონომიკურად ვერ გადარჩება ასეთ იზოლაციაში.
იცით როგორი იქნება საქართველოს ბედი? როგორც ოკუპირებული ს, რომლის ბიუჯეტის 60%-მდე ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსებით ივსება. შედეგად, რუსეთი სთხოვს იმდენს, რამდენიც უნდა. ახლაც ძალიანდება აფხაზური ოპოზიცია, მაგრამ როდესაც რუსეთი ფულის გადარიცხვას წყვეტს და იწყება შიმშილი, ეს გაძალიანება აღარ გამოდის.
მთლიანად რუსეთზე ჩამოკიდებული ეკონომიკა ნიშნავს რუსეთის სრულ კონტროლს პოლიტიკაზე. ეს ავტორიტარული ელიტისთვისაც სახიფათო გზა არის. ამას ვხედავთ აფხაზეთში და ბელარუსში.
კიევზე იერიში ბელარუსიდან დაიწყო; ომში ჩართვასაც სთხოვენ ლუკაშენკოს; სახელმწიფო ორგანოები კაი ხანია წაიღო რუსეთმა; ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაწყვიტონ რუსეთში, რომ ლუკაშენკო აღარ სჭირდებათ და ლუკაშენკო თავსაც ვერ დაიცავს. ან, შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ბელარუსი რუსეთის ავტონომიური რესპუბლიკა უნდა გახდეს.
არ უნდოდა ეს ლუკაშენკოს, სანამ 2020 წელს იძულებული არ შეიქნა სრულად აეფეთქებინა ურთიერთობები დასავლეთთან.
ღრმად ვარ დაწრმუნებული, ეს არ უნდა ივანიშვილსაც. რუსეთის პირდაპირი ტყვეობა უჭირთ ბჟანიას და ლუკაშენკოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსში და აფხაზეთში რუსეთს, როგორ მოკავშირეს ისე უყურებენ. საქართველოს საზოგადოებაზე რუსეთის ამ დოზით დომინაცია წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
რუსეთის ტყვეობა რა შედეგებს მოიტანს, ამის კონტურები ქოცებსაც გამოეკვეთათ. ჟენევაში რუსებმა მათ უთხრეს, რომ კარგად მოიქეცით ბოდიში რომ მოიხადეთ, ახლა კიდევ უკეთესად უნდა მოიქცეთ და “საზღვრის” დელიმიტაცია-დემარკაციას უნდა დათანხმდეთ მარიონეტულ რეჟიმებთანო (რაც, ბუნებრივია, მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას ნიშნავს); მათთან უნდა გააფორმოთ ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულებაო; ამის შემდეგ, კიდევ უფრო უკეთესად მოქცევას მოითხოვენ, თრუსის ხეობის და დარიალის დათმობით. მოკლედ, როცა ხარ უუფლებო ტყვე, ბოლომდე ჩაგაჭერენ.
რუსები ქოცებთან ფლირტზე არ წამოეგებიან. ისინი თვლიან, რომ აფხაზეთი და ცხინვალი მათი სტრატეგიული მონაპოვარია და შეეცდებიან ეს მონაპოვარი გაიფორმონ. რუსი თვლის, რომ ერთ დღეს ქოცი შეიძლება აღარ იყოს, რაღაცეები შეიცვალოს, მაგრამ სოხუმის და ცხინვალის საკითხი სამუდამოდ, ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებულიო.
ვიცი ახლა ქოცებზე რასაც იტყვით, მაგრამ დამიჯერეთ, ლუკაშენკოსა და რამზან კადიროვსაც უნდათ რაღაც დოზით თავისუფალი მოქმედების უფლება. ეს ბიძინასაც უნდა და ამიტომ არ უნდა ლუკაშენკოობა.
უოპოზიციო პარლამენტი, ს არაღიარებული შედეგები, ეუთოს უაწყოფითი დასკვნა და ქუჩაში აქციები ლუკაშენკოობის პირდაპირი რეცეპტია ივანიშვილისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ირაკლი კობახიძეს არ შეუძლია ოპოზიციისთვის პირობების დაყენება, ახლა ოპოზიციის, ხალხის და დასავლეთის ხელშია იმის გადაწყვეტა, იქცევა თუ არა ივანიშვილი ლუკაშენკოდ;
2. მეორე გზა არის სერბეთის გზა. აი, ეს უნდა ივანიშვილს.
ეს ნიშნავს რუსეთთან და ჩინეთთან მეგობრობას, მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს; ფორმალურად, ევროკავშირის წევრობის გზაზე დარჩენას; დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებას.
ამ მოდელში, ქვეყნის შიგნით არის ავტორიტარული, კლეპტოკრატიული რეჟიმი; ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია; ოპოზიციას არასდროს აქვს რამის მოგების შანსი, მაგრამ მონაწილეობს არჩევნებში, ასრულებს ლეღვის ფოთლის როლს, ყავს პარლამენტსა და საკრებულოებში წევრები; ენჯეოები, კრიტიკული მედია და თავისუფალი უნივერსიტეტები გაჭირვებით, მაგრამ მაინც არსებობენ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთს ეს მოდელი დააკმაყოფილებს. სერბეთი შორს არის, სადღაც ბალკანეთში, ხოლო ჩვენთან, თბილისიდან 40 კილომეტრში ყავთ ჯარი. ამიტომ, ეცდებიან ივანიშვილი ლუკაშენკოობაში ჩაითრიონ;
3. გასაგებია მე რა მინდა და ჩვენ ყველას რა გვინდა – დემოკრატიული, თავისუფალი და პროდასავლური საქართველო. თუმცა, რაოდენაც არ უნდა დამძრახოთ, რეალობიდან უნდა ამოვიდე: ში ომს რუსეთისთვის სასარგებლო დინამიკა აქვს; სამხრეთ კავკასიის რეგიონში ავტორიტარიზმი მძლავრობს; ამერიკაში ტრამპმა გაიმარჯვა; საფრანგეთსა და გერმანიაში პრორუსი პოპულისტები ძალიან ძლიერდებიან; საქართველოში ივანიშვილმა მოიპარა არჩევნები. ამ გარემოში ადგე და ხვალვე დაამთავრო ქოცები, ღმერთმა ქნას, მაგრამ… პოლიტიკა ასე არ მუშაობს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვცადოთ და გადავიდეთ სერბეთზე უკეთეს მოდელზე.
რა არის პირველ ეტაპზე რეალისტური? შეგვიძლია ივანიშვილი გავალუკაშენკოოთ, ამ მხრივ ის ოპოზიციის და დასავლეთის ტყვეა, ერთგვარად. ჩვენი ბერკეტებია: პარტიების არ შესვლა პარლამენტში; არჩევნების შედეგების საერთაშორისო არაღიარება; სანქციები, აქციები.
ეს რომ არ მიიღოს ივანიშვილმა, ის მზად იქნება რაღაცეები დათმოს. თუმცა, თუ პირველივე ნაბიჯზე ერთადერთი და უალტერნატივო მოთხოვნა იქნება ხელისუფლების დათმობა, ივანიშვილი ლუკაშენკოობას ამჯობინებს. ასე აირჩია გზა სრული იზოლაციისკენ 2020 წელს ლუკაშენკომ, რომელიც მანამდე რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან დაახლოების გზებს ეძებდა.
გვჭირდება ეუთოს შესაბამისი დასკვნა, გვჭირდება სახელმწიფო მეთაურების დონეზე დასავლეთის ჩართულობა, გვჭირდება უოპოზიციო პარლამენტის ფაქტად შედგომა, გვჭირდება აქციები, გვჭირდება კონკრეტული სანქციები, რათა ივანიშვილი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს და მზად იყოს დათმობებისთვის.
რა დათმობები უნდა მივიღოთ?
1. რუსული კანონის და სხვა ანტიდემოკრატიული კანონების უკან წაღება;
2. ამ არჩევნებზე ხელისუფლებამ გვითხრა, რომ არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს. ადამიანები გაივლიან ასეულობით თუ ათასობით კილომეტრს ხმის მისაცემად, ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, მაგრამ ჩვენ დავატრიალებთ კარუსელს და დავწერთ იმდენს, რამდენიც გვინდა. არ არის , არ არის სასამართლო, არაფერი არ არსებობს, რაც პოლიტიკურ შეჯიბრებადობას რამე აზრს მისცემს. ფიქცია და ლეღვის ფოთოლია ეს ყველაფერი.
ამიტომ, უნდა შეიქმნას კონკრეტული მექანიზმები და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ცესკოსა და სუსს აპოლიტიკურს გახდის. რა მექანიზმია ეს, პროფესიონალებმა უნდა მოიფიქრონ; მე პოლიტიკაზე ვსაუბრობ, რომ მკაფიო გარანტიებია საჭირო ცესკოსა და სუსის დეპოლიტიზაციისთვის. სხვა შემთხვევაში, არჩევნებს არასდროს ექნება აზრი. დავუტოვოთ ის ფრიდონ ინჯიებს;
3. არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა სიის ცესკოს საიტზე დადება, რათა ყველამ შეძლოს გადამოწმება იყო თუ არა არჩევნებზე, როდის იყო და სად იყო.
ამას ადამიანები შეამოწმებენ ინდივიდუალურად, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებს და პარტიების მხრიდან გამოყოფილ ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს წვდომა სრულ მონაცემებზე, რათა გადაამოწმონ, ხომ ნამდვილად ის რაოდენობაა სიაში შეყვანილი, რამდენიც არჩევნებზე მივიდა და ხომ არ ამოიღეს კარუსელში გამოყენებული სახელები სიიდან?
ერთმანეთს უნდა დადარდეს ცესკოს და სარეგისტრაციო აპარატებში არსებული მონაცემები.
ამ გზით, აუცილებლად დადგინდება კარუსელი, რაც წარმოშობს საერთაშორისო გამოძიებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველს;
4. მოვითხოვოთ მეორე ვადით ს დატოვება, ქოცებისავე ხელით. ეს ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტია და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია. წარმოუდგენლად დიდი გამარჯვება იქნება თუ ქოცებს ვაიძულებთ პრეზიდენტად აირჩიონ ის, ვის იმპიჩმენტსაც აპირებდნენ.
ალტერნატიული იდეა: მოვითხოვოთ პრეზიდენტის საყოველთაო გზით არჩევადობის დაბრუნება.
როდესაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე ჯდები, ზურგს უნდა გიმაგრებდეს შენს ხელთ არსებული ბერკეტები. ჩვენს მხარეს ასეთი ბერკეტები არის შემდეგი: ამ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, ხალხი ქუჩაშია, პარლამენტი იქნება უოპოზიციო და ოპოზიცია მომდევნო წელს უარს იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამ არგუმენტებზე უნდა გაიცვალოს ჩვენი მოთხოვნები. შესაბამისად, პარტიები პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, მაგრამ არც პირველივე დღეს უნდა დატოვონ მანდატები. მათ უნდა თქვან, რომ პარლამენტის სხდომებზე შევლენ მხოლოდ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ცვლილებებზე კენჭისყრებზე მხარის დასაჭერად.
თუ პირველივე დღეს ამბობ, რომ არც ერთ მოცემულობაში არ შეხვალ პარლამენტში, რა მოტივაცია აქვს ქოცს, რომ რამე დაგითმოს? მოლაპარაკებებზე რა ბერკეტს იტოვებ ხელში?
თუ ივანიშვილი არ დაჯდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან და თავიდანვე ლუკაშენკოს გზას დაადგება, ცხადია, დეპუტატებმა მანდატები უნდა დატოვონ და პარტიებმა სიები ჩახსნან.
უფრო მეტიც, გაისადაც არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში, ქოცები აღმოჩნდებიან სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და სანქციებში.
თუ ივანიშვილი დაჯდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან, შესაძლებელია ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, მაგრამ მინიმუმი შედეგი უნდა იყოს ის, რომ, ცესკოსა და სუსის დეპოლიტიზაციის შედეგად, სერბული მოდელიდან თურქულ ან უნგრულ მოდელამდე მაინც ავმაღლდეთ, სადაც არჩევნებს აქვს აზრი, ოპოზიციას შეუძლია დედაქალაქისა და დიდი ქალაქების მოგება, ამ წარმატების შემდგომი განვითარების პერსპექტივით,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე.