ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
ავად თუ კარგად, ვცხოვრობდით ამ ქვეყანაში. არ მოგვწონდა ქოცები, მაგრამ ჩვენც ვცხოვრობდით და ისინიც. შეიძლება ითქვას, ოპონენტები ვიყავით.
2024 წლის აპრილში გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და დადო პროგრამა, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში არ უნდა შევიდეს, დასავლეთი გამოცხადდეს მტრად, მტერს მოვუხადოთ ბოდიში. ვინც ამ ყველაფერს არ ეთანხმება და ამ უთანხმოებას საჯაროდ აფიქსირებს, ყველა ქვეყნიდან უნდა წავიდეს. სამსახურიდან სამსახურში დასდევენ ადამიანებს, რომ გამოყარონ, ახალმაც არავინ მიიღოს და დამშეული ოჯახები თავის გადასარჩენად ქვეყნიდან წავიდნენ. ეს პირდაპირაც ითქვა ზაზაშათირიშვილის პირით.
შვილები დარჩნენ მშობლების გარეშე, რადგან თურმე ვიღაცას ჟეშტი გაუღუნავს და ამაზე 6 წელი უნდა იჯდეს, სხვა კიდე უკვე გადახერხილ ღობეს მიწოლია და ეს ღობე წაქცეულა და ამიტომ შეიძლება 9 წლითაც ჩასვან.
ამ უბედურების პარალელურად, ამ პროცესზე ვიღაც ტიპები რეალიზდებიან, მაგარ მაყუთს აკეთებენ, კარგად არიან და უფრო უარესებით გვემუქრებიან.
2024 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომლითაც გამორიცხა ჩვენი თანაცხოვრება და მიზნად ათასობით თუ ათიათასობით ადამიანის განადგურება დაისახა. როგორც ზემოთ ვთქვი, ზოგი ისე უნდა დაამშიოს რომ ქვეყნიდან თავად გაიქცნენ, ზოგი ციხეში უნდა ამოალპონ. თან, აგენტები და მოღალატეები გვეძახონ. სამოქალაქო ომი მეტი არაფერია თუ არა ეს. ავტომატი რომ არ კაკანებს (ჯვარი გვწერია), ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ ვესვრით, თორე იქითა მხრიდან რობოკოპი, ტიტუშკა, მოსამართლე, სუსი, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ეიჩარის თანამშრომლები ყველა მეთოდს იყენებენ ჩვენს გასანადგურებლად.
ეს ჩვენ არ დაგვიწყია, მათ დაიწყეს, მათ თქვეს რომ ჩვენ ერთად ამ ქვეყანაში ვეღარ ვიცხოვრებთ.
ვინც ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, მეგობრების და ჩემს წინააღმდეგ გადადგმულ ამ ქმედებებს მხარს უჭერს, მეტადრე ვინც ამით ხეირობს და მერე ხალისობს, კარგა ხანია აღარ არის ჩემი ოპონენტი, ის მტერია. ასეთი ნათესავიც არ მინდა, არათუ მეგობარი.
არც ერთ ასეთ ადამიანთან არ მაქვს კონტაქტი და პირობას ვდებ არასდროს მექნება. დღეს ფეისბუქ კედლებზე დავინახე, რომ იმ რეალობას, რაშიც თავი ამოგვაყოფინეს, რასაც კიდევ მომავალში გვიპირებენ, ბევრი სერიოზულად ვერ აღიქვამს.
 
				 
								
 
								


