ბექა კობახიძე: დღეს ქართულ ოცნებაში არის 2012 წლის შემდეგ ნაცებიდან ქოცებში დაპორტირებული იმაზე ბევრად მეტი პარტიული და პოლიტიკური ნაცი, ვიდრე თავად ნაცებში

“გუშინ წავიკითხე, პაპუაშვილი ამბობდა, გახარიას სიაში ყავს მერაბიშვილის კადრიო თუ რაღაც ასეთი. ვერც მივხვდი ვისზე ლაპარაკობდა. მორიგი ბოდვაათქო და ჩავხურე. დღეს დაზუსტებული ვნახე – თურმე, ზე საუბრობდა.
კახას უმაღლესი თანამდებობა ნაცების დროს იყო ანალიტიკურ დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილე და ქართულ მხარეს წარმოადგენდა ერგნეთის მოლაპარაკებებზე. ამ პოზიციაზე მუშაობას აგრძელებდა ქოცების დროსაც, მანამდეც, ვიდრე გახარიას გვარს საერთოდ ვინმე გაიგებდა.
ჩვეულებრივი საჯარო მოხელე იყო ადამიანი.
ამავე დროს, დღეს ქართულ ოცნებაში არის 2012 წლის შემდეგ ნაცებიდან ქოცებში დაპორტირებული იმაზე ბევრად მეტი პარტიული და პოლიტიკური ნაცი, ვიდრე თავად ნაცებში.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ ვხსნით ფაქტს, რომ ქოცებმა ერთ-ერთ მთავარ სპიკერად აირჩიეს 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გივი მიქანაძე? პროკურატურა ისეთი რომ გახდა მის ხელში, როგორიც გახდა; სასამართლო რომ მურუსიძის იყო; ციხეში ის რომ ხდებოდა რაც ხდებოდა; 7 ნოემბრის და 2008 წლის საპრეზიდენტო ს შემდეგაც რჩებოდა თანამდებობაზე.
გასაგებია, რომ მურუსიძეს და სასამართლო კლანს ქოცებისთვის ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რატომ არ აქვს გივი მიქანაძეს ალტერნატივა, როგორც ქოცების სპიკერს? არ შეეძლოთ ვინმე უფრო მსუბუქი წარსულის დაესაქმებინათ სპიკერად? შეეძლოთ, მაგრამ რატომ მაინდამაინც მიქანაძე?
ამაზე მაქვს ორი პასუხი:
1. ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს, გაესაუბრა, მოეწონა გივი და, როგორც ყოველთვის, ვერავინ უთხრა, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა, ეგება სჯობდეს გადავმალოთ გივი და “ბექ”-ში ვამუშაოთო;
2. მაგრამ სადაც გორში ოკუპანტს ბოდიში მოუხადეს, სადაც ს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის აპირებენ ხელისუფლების გასამართლებას, სადაც მურუსიძის სასამართლოა დამოუკიდებელი, ევროპა და ამერიკაა გამოცხადებული მთავარ მტრად, რა დააშავა გივიმ? გივი რატომ აღარ მოსულა? დავაი მაიტა, იყოს სპიკერი! ბარემ ბოლომდე დაგვა#%&ნ თავზე.
ამასობაში, ეს ყველაფერი რომ მწარე შეცდომაა, ასეთ შეცდომებს ყოველდღე რომ უშვებენ და ბიძინა ივანიშვილს ფილტრები (corrective mechanisms) რომ არ აქვს, ეს ჩანს ამ ისტორიიდან. მოუწევთ ამისთვის ფასის გადახდა,” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს