ბექა კობახიძე: ბოკვერზე, პორშეზე და ბექაურზე

“ბოკვერზე, პორშეზე და ბექაურზე:
თუ გადავწყვიტეთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს ვაძლევთ, ლაშა ბექაურს აქვს უფლება მის მიერ მიღებული ორი მილიონი რაშიც უნდა დახარჯოს – პორშეშიც და ბოკვერშიც. თუ ბოკვერის ყოლა ცხოველთა უფლებების რამე კანონმდებლობით არ იკრძალება, დაე ყავდეს.
ამასთანავე, კაცი ორ მილიონს რომ აიღებ და ყველაზე დიდ “კაიფს” პორშეში და ბოკვერში ხედავ, თან ეს ისეთ მაგარ ამბად მიგაჩნია, რომ ამას საქვეყნოდ ამარიაჟებ, ძაან მაგარი ქაჯი ხარ. ძაან. ეს პიროვნული შეფასების და გემოვნების თემაა. ჩემი შეფასება ასეთია.
პრობლემა არ არის. ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ყავდეს ასეთი ან უარესი ქაჯი, თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი. თუმცა, როდესაც ეს ტრენდულია და პირდაპირ გამოსახავს მმართველი ელიტების სულისკვეთებას, კადიროვული ვაიბები აშკარად ყვირის. ხედავ რომ რაღაც ძალიან აყროლდა.
ლაშა ბექაურის პოლიტიკური პოზიციებიც და დედამისის კომენტარებიც მორალური შეფასებისა და გემოვნების კატეგორიიდან არის. თუმცა, რაც შეეხება ლაშა ბექაურის შესაძლო ჩარევას მკვლელის – ზურაბ ზვიადაურის – გათავისუფლებაში, ეს აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიებისა და პასუხისმგებლობის საგანი.
კომუნისტებიც კი ამათზე წესიერი ხალხი იყვნენ. 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი და მთავარი იმედი იყო ედუარდ სტრელცოვი. 1958 წელს, 21 წლის სტრელცოვმა 20 წლის გოგო გააუპატიურა და ამის გამო ხუთი წლით ჩააყუდეს ციხეში.
დიდი “ბესპრიძელია” დედასამშობლოში, დიდი,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ