ბექა : არც კალაძეს უნდოდა რომელიმე ბავშვის სიკვდილი, არც რიჟვაძეს, არც სერბეთში უნდოდა ვინმეს სიკვდილი ვუჩიჩს, მაგრამ როდესაც ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა…

“რაც ახლა ბათუმში მოხდა, რაც მანამდე რიყეზე მოხდა, რაც კიდევ მანამდე ვაკის პარკში მოხდა არის იგივე, რაც მოხდა სერბეთში (ნოვი სადში).
არც კალაძეს უნდოდა რომელიმე ბავშვის სიკვდილი, არც რიჟვაძეს, არც სერბეთში უნდოდა ვინმეს სიკვდილი ვუჩიჩს, მაგრამ როდესაც ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა, როდესაც კომპეტენციით, წესიერებით და სინდისით არ მუშაობს სახელმწიფო, როდესაც ჩინოვნიკების მთავარი მიზანი მაყუთის მოღუნვაა, ასეთი ფატალური შედეგები გარდაუვალია.
ეს პოლიტიკის საკითხი აღარ არის, გინდა გაქანებული რუსეთუმე იყავი, ეს უკვე სინდისის საკითხია.
სამი რამ:
1. ვინც ამაზე თვალს ისევ ხუჭავთ უსინდისოები ხართ;
2. ვინც ამას აპრავებთ – არაადამიანები;
3. სულ უფრო უარესი შედეგები დადგება, სანამ არ შევცვლით,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული