ბექა : აი, ყაველაშვილს, როგორც ფეხბურთელს, არც ერთი სინდისიანი ადამიანი დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლურ ნაკრებში არ დააყენებდა

“ეს არაფრის არგუმენტი არ არის, მაგრამ მაინც იყოს: ტალახაძე ძალოსნობის ისტორიაში მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია, კალაძეს ჩემპიონთა ლიგა და სერია ა აქვს მოგებული, პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. აი, ყაველაშვილს, როგორც ფეხბურთელს, არც ერთი სინდისიანი ადამიანი დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლურ ნაკრებში არ დააყენებდა, “დაჟე” არც “ზამენაზე”. ეს ფაქტი იმდენად აშკარაა, რომ საკამათოც არ არის. უფრო მეტიც, ახლა რომ ყაველაშვილი ახალგაზრდა იყოს, საქართველოს ამ ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდებოდა.
მისი კარიერის “ჰაილაითი” არის დინამოზე იტალიასთან თამაშში ნესტასთვის თავზე ბურთის გადატარება (რაც ძალიან ლამაზი იყო) და ამ ბურთის აცილება. სულ ეს არის.
ყაველაშვილი რომ მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ის სიტი ჯერ პრემიერ ლიგიდან გავარდა, მერე ჩემპიონშიპიდან და მისი ფეხბურთელობის პირობებში რანგით ინგლისის მესამე დივიზიონში თამაშობდა და იქაც არ ჰქონდა ადგილი ძირითად შემადგენლობაში – სამ სეზონში სულ 28 მატჩი ითამაშა.
ხომ არიან ასეთი და ისეთი ფეხბურთელები. აი კალაძე კორუმპირებული და ამორალური კაცია, მაგრამ შრომისმოყვარე და უნარიანი იყო ყოველთვის. ყაველაშვილი არასდროს არაფერში ეწერა. სწორედ ამ ნიშნითაა შერჩეული.
არაფერს ვამეტებ, საერთოდ არაფერს,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა