ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში დარწმუნებული ვარ […] არაფერი ჩაუდენია. უნდათ, რომ ბექა გააჩუმონ. ის პატიოსანი, პატრიოტი ბიჭია. დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, რა იქნება […] ეს საქმე ვიღაცამ შეუთხზა, შეუკერა.
უთხრა ბექა ვარდოსანიძის მამამ ჟურნალისტებს.
კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.