ბექა დავითულიანი – პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს – მათი უფლებები ნამდვილად 100%-ით უნდა იყოს დაცული

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს – მათი უფლებები ნამდვილად 100%-ით უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.
„რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოქმედებებს, მათ იციან, რომ არაპოპულარულია პროპაგანდის წინააღმდეგ ხმის არმიცემა – ამიტომ ცდილობენ თავი აარიდონ“, – აღნიშნა დავითულიანმა.
პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, 4 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით