ბექა დავითულიანი – ვეტო აუცილებლად დაიძლევა

ერთპარტიული მმართველობის რისკს რაში ხედავენ მე ვერ ვხვდები – ვეტო აუცილებლად დაიძლევა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსა და ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც, მიაჩნიათ, რომ არ არის სამართლიანი.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ვგზავნით იმისათვის, რომ მივიღოთ რეკომენდაციები. რომელი რეკომენდაციაც მიგვაჩნია რომ არის სამართლიანი, ვითვალისწინებთ, რომელიც არ მიგვაჩნია, რომ სამართლიანი და გამოსადეგია ამ ქვეყანაში, იმას არ ვითვალისწინებთ.
ჩვენ ყველა ნიშანი გვაქვს, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებში მოგებისთვის, არამედ ს დისკრედიტაციისთვის. მათ შორის, ამ კანონზე ვეტოს დადება, ყველა ის პროცესი და განცხადება, რომელსაც ვხედავთ, მიმართულია იმისკენ, რომ არჩევნები წინსწრებად გამოცხადდეს გაყალბებულად, ცუდად ჩატარებულად და ა.შ,” – აღნიშნა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ