ეს არჩევნები არ გაყალბებულა, შესაბამისად, ეს მათ მიტინგებსაც ეტყობა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მიტინგებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ვერ ახდენს.
„ისინი მიტინგებს ატარებენ და მათივე მხარდამჭერების მობილიზება ამ მიტინგებზე ვერ ხდება. ახლა, რა თქმა უნდა, ფულს დახარჯავენ, ყველას წამოიყვანენ, ვინც კი აქტივისტი ჰყავთ, მაგრამ ეს მასობრივი ვერ იქნება. უმცირესობების დიქტატის ქვეშ ეს უმრავლესობა ვერ ცხოვრებს, დამთავრდა. ამას გაეცა პასუხი არჩევნებზე და წერტილი აქვს დასმული. აი, ის შავი, დიდ მელნიანი წერტილი, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ“,-განაცხადა დავითულიანმა.