ბექა დავითულიანი – არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი – ეს არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა

არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, რათა წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რევოლუციური განცდები შეიქმნას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება მოჰყვება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
“95 მლნ დოლარი ახლა შეაჩერეს ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მეტი მოხდება არჩევნებამდე პირიქით, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა. კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ და კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც დასრულდება და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველით, ყველანი ხელახლა დავიწყებთ საუბარს. მანამდე, გაცხადებულია ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა გასული თვეების განმავლობაში.
ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რაღაც რევოლუციური განცდები შეიქმნას. ამ რევოლუციური განცდების შექმნას მოჰყვება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება და ყველაფერს დარქმევა თავისი სახელი. ვნახოთ, ბოლოს ვისი აჯობებს. მე გეუბნებით, რომ აჯობებს ჩვენი და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება,” – განაცხადა დავითულიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც -ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია