ბექა დავითულიანის შეფასებით, ელენე ხოშტარია მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ ის დაეკავებინათ

კულტურის მინისტრის მოადგილის, ბექა დავითულიანის შეფასებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ ის დაეკავებინათ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხოშტარიამ დააზიანა სხვისი ქონება, დაარღვია კანონი, რის გამოც დააკავეს.
„ფაქტი იყო, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობდა, რაღაცნაირად დაეკავებინათ. დააზიანა სხვისი ქონება, დააკავეს. ასეთი ამოცანა და მიზანი არავის არ ჰქონდა, უბრალოდ მიზანმიმართულად დაარღვია კანონის ისეთი მუხლი, რამაც დაკავება გამოიწვია.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს და ჩემს პოზიციას, აქ სიტუაციის განვითარება იქნება მარტივი – ერთი მხარე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მეორე მხარე ქუჩაში დებოშს მოაწყობს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, -ს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლიტიკა 01.07.2026 / 20:17აა პრემიერი აშშ-ის საელჩოში მიღებაზე – გვწამს, დადგა დრო, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით – მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები

სალომე ზურაბიშვილი – ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან