ბექა ბასილაია – თავს მხნედ გრძნობს – ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება, ასევე, კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნისას,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, იღებს.
თავს მხნედ გრძნობს. ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებებს კი არა პენიტენციური დაწესებულება და პროკურატურა, არამედ იღებს. ამ გადაწყვეტილებების შემკვეთი კი რუსეთია და ამ სიტუაციაში ჩვენ რაიმე ახალი დამატებითი სათქმელი არ გვაქვს.
სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას არ ვფლობ.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება, ასევე, კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნისას, ზვიგენთან „სელფის“ გადაღების გამო წაუყენეს ბრალი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან