ბექა ბასილაია – მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულებაა – თემურ ჯანაშიას მიმართაც სასამართლო სამართლიანი არ არის

[ს მიმართ] სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება – თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი შეფასება, რაიმე ტიპის კვალიფიკაციის მიცემა არის უკანონო გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით, „პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა და შედგა”.
„ქართული ოცნების” “მესიჯია”, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და ის უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება იმიტომ, რომ როცა ჩვენ სასამართლოს ვუსმენთ და არგუმენტები მოჰყავს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ, 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით ჩვენ განმარტება არ მოგვისმენია. განმარტება არ მოგვისმენია, მათ შორის, თუნდაც ბრონირებული ავტომობილების ხარჯზე. როდესაც ის ამბობს, რომ 9 მილიონი გაიფლანგა, როდესაც პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის ხდება ბრონირებული ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როდესაც ის საუბრობს, რომ თითქოსდა პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი – ს, ს, ჰილარი კლინტონის და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია? და ა.შ. უსასრულოდ, ძალიან ბევრი შეგვიძლია გავაგრძელოთ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მან მისი თქმით, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდანაც სტუმრობდნენ დელეგაციები, რომელთათვისაც ასევე იყო ხარჯები გაწეული.
„შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება. რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, ჩვენ პროცესის დასაწყისშივე ვაცხადებდით, რომ გასამხედროებული დაწესებულების ხელმძღვანელის გასამართლება, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ მიღებული განკარგულებების საფუძველზე ბრალის წარდგენა სამართლებრივად არასწორია კვალიფიკაციის ნებისმიერი მიმართულებით. არასწორია იმიტომ, რომ ჩვენ შემდგომშიც გვქონდა პრაქტიკა და ეს მტკიცებულებები სასამართლოზეც წარდგენილია, რომ მაგალითად, ანზორ ჩუბინიძეც იგივე ტიპის ხარჯს გასწევდა და შეუძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ აღასრულოს იმ თანამდებობის პირის დავალება, ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფება. მაგალითად, ჩვენ ასევე წარმოდგენილი გვაქვს პრემიერ ღარიბაშვილის დავალებას როგორ ასრულებდა მღებრიშვილი, როცა იყო ამ სამსახურის უფროსი.
სასამართლო არ არის სამართლიანი. თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი შეფასება, რაიმე ტიპის კვალიფიკაციის მიცემა არის უკანონო გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.